შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-19 - უთარიღო


1. უკვე განვლილ და შორეულ ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს მწერლობის ის ხანა, როდესაც ანრი გილობო და ჯონ რიდი კრემლის აღების და სმოლნის შესახებ ოდებს სწერდენ (ოდებს? sic!) და მაიაკოვსკი როსტას ფანჯრიდან ანტანტას და ვრანგელს ლექსის ყუმბარებს ესროდა...
უკვე განვლილი შორეული ისტორიული ეტაპების მხატვრულად აღდგენა არასოდეს არ შეიძლება ჩაითვალოს ლიტერატურულ "რეციდივათ" (მოს-ლი-ს მიერ შეყვარებული სიტყვა). იხ. ცეკას 23 აპირილის დადგენილება, პირიქით: დიალექტიური თანამიმდევრობით უნდა აღინიშნოს იგი.
ოქტომბრის ეპოქა არც ისე "შორეული" ეტაპია, როგორც ავტორს ეჩვენება. პირიქით, ოქტომბერი (ამ შემთხვევაში კრემლის აღება) დასაწყისია მთელი ჩვენი ეპოქის თანამედროვეობის.
ისტორიული ეტაპი განვლილი, ისტორიული სიტყვა სტალინის.
რად უნდა აეკრძალოთ ამ ეტაპზე წერა წითელ არმიელებს? მით უმეტეს, მხატვრული კვალიფიკაცია დამწყები მწერლების მართლაც ვერ სდგას სიმაღლეზე.