შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-13 - უთარიღო


ზამთარი ტობანიერში
1. რიონის კალაპოტი. 2. მიწიანი [კალაპოტის] გამო მდინარე ყოველ წელს იცვლის კალაპოტს. 3. მოხეტიალე მდინარეა, პირველად რომ იყო, ეხლა იმ ადგილს დაშორებულია თითქმის მთელი კილომეტრით. სულ უკანასკნელ ხანებში. იგი ჩვენს ახლო იყო და აყრას გვიპირებდა. ერთ მშვენიერ დილას რიონის შტო გაჰქრა, იგი შეუერთდა მთავარ მდინარეს. რამდენიმე კილომეტრიანი მოზრდილი ტყეებითა და სათესებით დაფარული კუნძული ხვილიფი – ეხლა უკვე აღარ არის. რამდენ ზარალს აყენებს ამ ადგილას წყალდიდობა ( ), ხაბოები რომ ეცემიან. მეფის ჭალა, რომელიც წინად ჩვენ გვეკუთნოდა – პატარა ტყე, ადგილები შეიცვალა.