შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-591-10 - უთარიღო


„ბოვში გყავთ?“
ამ კითხვით ხშირად მიმართავდა ხოლმე კრუხის პალო ახლად გაცნობილებს.
ერთმა ახალგაზრდა ქალმა მხიარულად უპასუხა:
- უნდა გავაკეთო ამ ოთხ თვეში.
„კრუხის პალოს“ მერცხლებივით მიესიენ ახალგაზრდა ქალები.
- ბოვში გყავთ? - მიმართა პალომ მეორეს.
- ბარე თორმეტი.
- თორმეტიო? თქვენთან არიან?
- აარა! ექვსი პაპიროსებს და კარამელებს ყიდის მოსკოვის ქუჩებზე, ექვსიც პაცანებია რკინისგზის სადგურებზე, მატარებლებზე, სადგურებზე.