შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-570-5 - უთარიღო


ბედი [ქართული] ჩვენი რევოლიუციონური ლიტერატურისა გადაწყდა [ჯერ ისევ] არა გუშინ, არამედ ცხრაასჩვიდმეტში. [არა და არა აქ] საქართველოში იგი დაიწყო ჟურნალ „მნათობი"-თ. აი‚ [თუ გნებავთ] ეს არის სიმართლე‚ რომელსაც პირდაპირ უნდა შეხედოთ თვალებში (რა საჭიროა თავისი თავის და სხვისი შეცდომაში შეყვანა?). [მე არ ვამბობ, რომ] „მნათობი"-ს დაარსებით ითქვა [უკანასკნელი] პირველი სიტყვა რევოლიუციონურ ლიტერატურაში. [იქ დაიბეჭდა ჯონ-რიდი, აღმოსავლეთი, ეპოქა, პაციფიზმი და სხვ.]. ეს იყო და არი ჟურნალი‚ რომელსაც არ ეშინოდა არავითარი რეაქციის‚ არავითარი ძალდატანების! მოწინააღმდეგე მემარჯვენე ფრთამ მასთან ბრძოლაში გამოიჩინა საბედისწერო სისუსტე. გამოირკვა ულმობელი სიცხადით‚ რომ ეს მიმდინარეობა თვითონ ცხოვრებისაგან იყო განწირული. ახალი ლიტერატურული ისტორიის დიალექტიკამ დაბადა ჟურნალი „მნათობი" ინტერნაციონალური იდეოლოგიით.