შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-546-3 - უთარიღო


არას დროს გულწრფელი და პატიოსანი კრიტიკა ისე საჭირო არ ჰყოფილა, როგორც დღეს.
საერთოდ ხანაა ყოველგვარ მიღწევათა შეჯამების, რათა ამ საფუძველზე აგებულ იქნას, უკეთესად რომ ვთქვათ, გაკაფულ იქნას გზა ახალი მიღწევებისკენ.
ასეა მხატვრულ ლიტერატურაშიაც.
აქაც საჭიროა გულწრფელი და პატიოსანი კრიტიკა.
კრიტიკა უნდა შეეცადოს, პირველ ყოვლისა, სწორად გაიგოს დღემდე არსებული მიღწევები, როგორც საფუძველი ახალის.
ავიღოთ, მაგალითად, კრიტიკული წერილები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.
ჩვენი სახალხო პოეტი აღიარებულია მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ფუძემდებლად, ფუძემდებლად!
მაშასადამე, მის შესახებ უნდა არსებობდეს გამოკვლევები, წიგნები, მთელი რიგი წერილების. ჩვენი კრიტიკა გულწრფელად აღიარებს, რომ გალაკტიონ ტაბიძე - ჯერ კიდევ შეუსწავლელია.
და ცხადია, გ. ტაბიძის პოეზიის ღრმა შესწავლის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმოდგენა იქონიო ჩვენს თანამედროვე მწერლობაზე.
უცნობი დარჩება სახე - თანამედროვე პოეზიის, პროზის.
უცნობი იქნება სახე - თანამედროვე პოემის.
გ. ტაბიძის შესწავლის გარეშე - ხეირიანად ვერ იქნება შეფასებული ქართული თარგმანები (პუშკინი, შევჩენკო, დ. სასუნცი და სხვ.). მთარგმნელები უხვად სარგებლობენ გ. ტაბიძის ლიტერატურული ხერხითა...
ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია...
მკითხველი