შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-545-8 - უთარიღო


გზა ავტომობილით
ეზო. შარა-გზა. გადაღმა. თუთის ხე. ტევნებით დატვირთული ხეები. ყვითელი კომშები. ფშანები და სიცხე.
ჟალტამი. მეორე გადაღმა, ალუბლები. ტყე: კოპიტები, ახალგაზრდა  ცაცხვები, ნეკერჩხალი, ფშატი, ალვის ხეები. ტყეს იქით - მშვენიერი მინდორი. იქით რიონი. იქით გაღმა. ნავები. ცურაობა. მწყერი. ღალღა. მგლის დაცემები. საქონელი. ნაქანავები.
სიმინდი. კვახი, ლობიო. იქით კიდევ რიონი. უფრო სწრაფი. იქით მეფისჭალა. ფანტასტიური სახლი. მელანხოლია უცნობ ქ.
დილიჟანსი, რომელსაც მოაქვს გაზეთები. პირველი წიგნები და რომანები. Derniere l’omnibus. რევოლვერი. აბრეშუმის ბლუზით. [აფიცერი]. ტკბილი ჩონგური. ფრანგული რომანები. რომანი „ევა“. „[დამნაშავეა] უყვართ ერთმანეთი?“. „Война и мир“. დემონიურობა და დენდიზმი.
„ნაკადული“. ნავი დაიტაცა. ხიდან გადმოვარდნა. კაცმა ესროლა რევოლვ. ეკლესიას. საცოდავი საფლავი. ცაცხვები. ჩალანდარები. ღამის თევები. გავარდა ბურთი!
საუკეთესო გმირი - ნაპოლეონი. პროზა და პოეზია. მშვენიერი ზამბახები. იდუმალი ზღაპრები რიონის. არაჩვეულებრივად ლურჯი გუმბათი ცის. მშვენიერი დიდი ქარვები. მწუხარება სოფელთან განშორებისა.
ნათესებში ფეხშიშველა სიარული. იდუმალი გარდაქმნები ამ დროს. ხმა, სიცილი. ნაზი და მკვეთრი სიმპატიები. თივის სურნელება. სკების ზუზუნი. უკვე დამჭკნარი ახსნები.
თეთრი ძერა. ნისლში წარსული დგება. ვწერდი პოემებს. უკვე ვქმნიდი მათ. პოემა შორეული ქალის.

*
დიდი უსინდისო კაცი მაინც სჯობია პატარა უსინდისოს.
აქედან გამოდის „მასსაჩუზეტი“.
1. დიდი უსინდისო კაცი მაინც სჯობნებია პატარა უსინდისოს.
2. თუ შეხვდე უსინდისოს, ქუდიც აჩუქე და მოშორდი.
3. სადაც გეეჭვება, [ქურდიც] უსინდისოც სწორედ იქ არის.

„მასსაჩუზეტი“. „მასსაჩუზზეტა“.
1. „მასსაჩუზეტი“. „მასსაჩუზეტი“.
2. „ბუენოს-აირეს“.

*
ერთ ღამეს გასძლებ, ორს, სამს, უძინრად.

Растопырила пальцы и голову живо вытянула вперед, будто готовясь танцовать еврейский танец.
- Здравствуй.
- Здравствуйте.
- Как Ваше здоров.

ქუჩის ბავშები.