შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-514-8 - უთარიღო


სასაცილოზე - სასაცილოა იმის მტკიცება, რომ თანამედროვე რუსული ლიტერატურის ენა - პუშკინის ენაა. გენია პუშკინისა ანათებს მთელს რუსულ ლიტერატურაში. ჰორიზონტიდან ზენიტამდე - ის რჩება ერთი, ცალკეული. ესაა დიდი სიყვარული მთელი რუსი ხალხისა - დაწყებული აკადემიის წევრიდან დამთავრებული სადმე მივარდნილი ტბის პირად მცხოვრებ [მეთევ] მებადურამდე. მე ვფიქრობ, ვერც ბაირონი ინგლისში, ვერც ჰიუგო საფრანგეთში, ვერც ჰაინე გერმანიაში, ვერ გამოდგენ ეროვნულ დროშად ისე, როგორც პუშკინი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობას მთელი პერიოდების განმავლობაში უფრო უყვარდა ლერმონტოვი, ვიდრე პუშკინი, [...] ესევე ახალგაზრდობა პირველად უსათუოდ პუშკინს დაასახელებდა. იყო პერიოდი პუშკინის უარყოფის, დაახლოებით 1893-1920 წწ. (სიმვოლიზმი, ფუტურიზმი, აკმეიზმი, და სხვა).

დიდი ნდობა და სიყვარული „მედავითნეობის“.
Имею все права.