შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-490-11 - უთარიღო


მცირე განმარტება
გაზ. „ლიტერატურული საქართველო“-ს ა. წ. საოკტომბრო ნომერში (№31[154]) ჩემს შესახებ მოთავსებულია ამხ. ბესო ჟღენტის წერილი „პოეტი და რევოლიუცია“. [წერილი მეტად საინტერესოა, ვინაიდან ჩემს წინ [ხელახლა] წამდაუწუმ [ისმება] სვამენ საკითხს იმის შესახებ, მაქვს თუ არა მე უნარი „მომთხრობელობითი“ ლექსზე მუშაობის შესახებ. და აღარ ეშველა... მე ძლიერ მახარებს ნიჭიერი კრიტიკოსის] რა თქმა უნდა, წერილი სუსტია.
საქმე გვაქვს დიდი მასშტაბის ლიტერატურულ [მავნებლობასთან] შეთქმულებასთან (და ეს უნდა გამომჟღავნდეს).