შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-471-3 - უთარიღო


მწერალთა კავშირი ამ ქუჩაზე აიღებს შეფობას.
ახალი ვერის [შოსსეს მომავალი] შოსსე.
1. სიგრძით ეს შოსსე უფრო დიდია, ვინემ რუსთაველისა და პლეხანოვის პროსპეკტები.
2. იწყება მადათოვის კუნძულით და დასასრულში უერთდება საქართველოს სამხედრო გზას.
3. მადათოვის კუნძულის ნახევარზე სახლები აღებულია და იქ უნდა გაშენდეს ბაღი.
4. მადათოვის კუნძულს უნდა გადაერქვას სახელი (ბაღსაც უნდა დაერქვეს სათანადო სახელი).
5. სახლები საკმარისადაა, რომ მას დაერქვას ქუჩის სახელი.
6. შეიძლება გაყვანილ იქნას ტრამვაი (მადათოვის კუნძული, ვერის დაღმართი. ვერის პარკი. ზოოპარკი. სამხედრო გზა).
7. შეიძლება გაკეთდეს ტრამვაის რგვალი (სამხედრო გზა, ლენინის ქუჩა და სხვ.) ერთხაზიანი ტრამვაი.
1. Лермонтовская, 2. Крыловская, 3. Сололакская.