შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-29 - უთარიღო


     როგორც ცნობილია, სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის დღიდან – [ჩვენ­­მა სახელოვანმა მწერლებმა შეამჩნიეს] (1908 წლიდან) გალაკტიონ ტა­ბი­ძე სარ­გებლობდა ქართველი საზოგადოებრივობის განსაკუთრებული სიყ­ვა­რუ­ლით. ქართ­ველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები, მეცხრამეტე სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნილი მწერლები მეტად სათუთად ეპყრობოდნენ მას. აკაკი წე­რეთელი ხედავდა მას­ში პოეტს, „რომელსაც ბევრი რამ ახალი მოჰქონდა“, აკა­დემიკოსი ნიკო მარი პე­ტერბურგის უნივერსიტეტში ლექციებს ჰკითხუ­ლობ­და გალაკტიონ ტაბიძის შე­სა­ხებ (იხ. Яфетические семинарии, т. I и т.  д.). ცნო­ბილი მწერალი დავით კლდიაშვილი უწო­დებდა მას „შვენებას და სიამაყეს ქარ­თული ლირიული პოეზიისას“ ისევე, რო­გორც ვასილ ბარნოვი, ვალერიან გუ­ნია, ტრიფონ რამიშვილი, ეკატერინე გა­ბაშ­ვი­ლისა, ია ეკალაძე და სხვ. ხო­ლო უხუცესი მწიგნობარი ზაქარია ჭიჭინაძე მის სა­ხელს სვამდა – შოთა რუს­თა­ველის, გურამიშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავ­ჭავაძის გვერ­დით. იგი სწერდა:...