შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-615-20 - უთარიღო


I განყოფილება:
შემოქმედებითი გზა პოეტისა: სიტყვა გ. ქიქოძის (მზადაა).

II განყოფილება:
პოეტი თავისთავზე: გალაკტიონ ტაბიძე (მზადაა).

III განყოფილება:
პოეტის ლექსები: ვერიკო ანჯაფარიძე, ბაქრაძე, პიერ კობახიძე, თ. ჭავჭავაძე - მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობები (მზადაა).

მე-IV განყოფილება:
ორი ბერი: პოემა ერთ მოქმედებად. მონაწილეობენ... (თითქმის მზადაა).

მე-V განყოფილება:
ანსამბლი მოჩონგურეების: პოეტის სიმღერები.
ხორო: პოეზია უპირველეს ყოვლისა - არაყიშვილის, მშობლიურო ჩემო მიწავ - ცაგარეიშვილის, ლაშქრული - გოკიელისა.
სოლო: დ. ანდღულაძე.
ხორო: მხარი მხარს - თამარ შავერზაშვილისა.
ერთი ხორო.
[ხალხური სიმღერები] და კინო.
ორკესტრი - ვისი ხელმძღვანელობით?
ნოტები უნდა ვიშოვოთ და კაცი, რომელიც ორკესტროვკას უზამს.
მოლაპარაკება [კინოსექციასთან] სახკინმრეწვთან.
1. იწყება რვა საათზე და თავდება პირველზე. ერთი საათი თითო განყოფილებისათვის.
2. თვითეულ განყოფილებაზე მოდის 48 წამი.
3. ანტრაკტი 15 წამი - განყოფილებას რჩება 33 წამი.
ხახანაშვილი.