შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-469-7 - უთარიღო


ზ. ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსანი
ოპერისა და ბალეტის თეატრი
ორშაბათს [1 აპრილს] 25 მარტს შესდგება
საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის
შეხვედრა საქართველოს სპორტელებთან
1. შესავალი სიტყვა - აკადემიკოსის, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკტორის - ნ. ს. კეცხოველისა
2. მოხსენება - საქართველოში ფიზკულტურის განვითარება
3. მოხსენება - სპორტის თემა ქართულ ლიტერატურაში
(„ვეფხის-ტყაოსნიდან“ ვიდრე დღემდე)
4. მხატვრული ლიტერატურის განყოფილება - გამოსვლა [ფიზკულტურელებისა]
5. სპორტის განყოფილება: (აქ [ჩამოთვლილი] ნაჩვენები იქნება
სხვა და სხვა დარგი სპორტის)
დაწვრილებით პროგრამებში
დასაწყისი საღამოს 8 საათზე

მეგრელიშვილი, შადურის გვერდით, ტფ. ა. კომიტეტი.