შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-19 - უთარიღო


                                                                                მოგონებათა საღამო

                                                                   „1908 წელი ქართულ მწერლობაში“

     1908 წელი ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის მე-XX საუკუნის ის­ტო­რიი­სათვის - შესანიშნავი არის სამი დიდი ლიტერატურული მოვლენით. სა­ხელ­დობრ:
     1. „ქართველმა ხალხმა 7 დეკემბერს დიდის ზეიმით გადაუხადა აკაკი წე­რეთელს მი­სი საზოგადოებრივი-ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლის იუბი­ლე“.
     2. იყო დიდი დისკუსია „ჩვენს კვალსა“ და „ამირანში“ ქართული სიტყვა-კაზ­მუ­ლი მწერლობის დაცემის შესახებ. ეს იყო „პირველი დისკუსია, რომელიც მიზ­ნად ისა­ხავდა სხვადასხვა ღონისძიებათა მიღებას“ (ილია ჭავჭავაძე მოკ­ლულ იქნა 1907 წ. და ამ აკტმა უზარმაზარი გავლენა იქონია ქართული საზოგა­დოებრიობის გა­მოფხიზლების გზაზე შედგომისათვის. დისკუსია უსათუოდ გა­მოძახილი იყო ამ ორი დიდი ფაკტის: აკაკის იუბილეისა და ილიას მკვლელობის.
     3. ამ დისკუსიის შემდეგ დაიბადა აზრი „ქართულ სიტყვა-კაზმული მწერ­ლო­ბის“ საზოგადოების დაარსების შესახებ (ამას მოჰყვა გაზ. „მზის“ და ჟურ­ნალ „ფას­კუნ­ჯის“ დაარსება).
     1908 წლის ამ ამბების შესწავლა და შესაფერისად გაშუქება ნაწილობ­რი­ვად ახს­ნის ჩვენი სიტყვა-კაზმული მწერლობის განვითარების ეტაპებს შემ­დე­გი წლე­ბი­სასაც.

                                                                                          *
     „არც ერთი ხელობა ჩვენში ისე აგდებული არ არის, როგორც მწერლობა“.
                                                                                                                                                                                               აკაკი
                                                                                                                                                                 1910, „ფასკუნჯი“, №1

     „დღევანდელი ჩვენი [ქართული] მხატვრული მწერლობა მიწურულს ზამ­თარს მოგ­ვაგონებს, გაზაფხულის მოახლოვებას, როცა დღე ნათელია, ქვე­ყა­ნა გამთბარი, ჰგრძ­ნობთ ჰაერში აყვავებული მდელოს ალერსს, ახალახალ გაშ­ლილ ყვავილების პირ­ველ მოხიბლვას; თქვენი სხეული მრთელ­დება და სის­ხლი აჩქარებით მოძრაობს გა­ზაფხულის მზის სხივით, შეყვარე­ბული ხართ, თუმც ჯერ არც მდელო ამწ­ვა­ნე­ბუ­ლა, არც ყვავილი გაშლილა, არც მზე გან­თავისუფლებულა ღრუბელთა ტყვე­ო­ბი­საგან, არც შეგხვედრია ჯერ საყ­ვა­რელი“.

                                                                                                                                                              „ფასკუნჯი“, №1, 1908 წ.

                                                                                          *
     ჟღენტი ბესარიონ, აბაშელი ს., აღლაძე ილია, გამსახურდია კ., გეგეჭკორი ლა­დო, გორგაძე ვ., გრიშაშვილი ი., გარიყული მარიამ, დადიანი შალვა, ერისთავი­-ხოშ­ტარია, ერთაწმინდელი სეზმან, ეული სანდრო, თავაძე სოლომონ, კასრაძე და­ვით, კაპანელი კ., იასამანი, ლორთქიფანიძე ნ., სახოკია თ., სიხარულიძე ილ., სუ­ლი­აშვილი დ., ტაბიძე გალ., ტატიშვილი იოსებ, ქვარიანი სიმ., ქიაჩელი ლეო, ქი­ქოძე გერ., ქუჩიშვილი გ., შანშიაშვილი ს., ყანჩელი ალ., ჭუმბაძე არ., ხახუ­ტაშ­ვილი ანნა, ხო­სიტაშვილი ბ., ხიდისთაველი ს., დ. ლუკაშვილი, იმედაშვილი იოსებ.

     თავდაცვა. მესხის გამ.
     44 + 48 + 12 + 40 + 24 = 168 + 88 + 12 = 268 + 24 + 49 + 18 + 12 = 381.