შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-590-12 - უთარიღო


პოეტი თავის მხატვრულ ნაწარმოებში, უპირველეს ყოვლისა, არის ორგანიზატორი გრძნობისა და შეგნების. იგი არის [სოციალური] მებრძოლი დიდი საბოლოო მიზნისთვის, სოციალიზმისთვის, ყოველგვარ კლასობრივობისაგან თავისუფალის სოციალისტური საზოგადოებრივობისათვის. პოეტი პროლეტარიატთან ერთად ამ ბრძოლაში არ ჰკარგავს არაფერს, გარდა ბორკილებისა, და იპყრობს კი კაცობრიობას. [ამისთვის მხოლოდ შეგნება არის საჭირო - და არა ის, ერთმანეთს შორის უსასტიკესი ბრძოლა. აი რა არის თავი და თავი].
ამშენებლობის ეპოქაში, გამწვავებული კლასიური ბრძოლის ეპოქაში, [ჩვენ] პოეტს არა აქვს უფლება იყოს პასიური, იმღეროს პატრიარხალური [გრძნობების] ცხოვრების შესახებ, იცავდეს რელიგიას, კერძო საკუთრებას, ან შოვინისტურ ნაციონალიზმს. პოეტი აკტიური ამსახველია ცოცხალი ცხოვრების მთელი მისი სირთულითა და მრავალმხრივობით.