შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-543-1 - უთარიღო


3-28-15.
1. მე მითხრეს 5X8. მე არ ვიცოდი. მე მეგონა, ეს იგივე ფორმატი იყო, როგორიცაა ჩვეულებრივი აკადემიის გამოცემა. შემდეგ გავიგე, რომ ეს ყოფილა პატარა კალენდრის ფორმატი. ეხლა რა ვქნათ?
2. ამ ფორმატით შეიძლება 16-32 გვერდიანი პატარა წიგნის გამოცემა და არას გზით ისეთ წიგნის, როგორიც ჩემი წიგნია.
3. კი მაგრამ რას ჩავაცივდით ამ იშხიმის ქაღალდს. ფორმატს წიგნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეხლა პირდაპირ ფუჭდება წიგნი.
ავიღოთ სხვა ქაღალდი.
უკიდურეს შემთხვევაში გაზეთის ქაღალდი ავიღოთ.

წიგნი აიწყობა ერთ თვეში, თუ მანამ ქაღალდი მოვიდა.
მე უკმაყოფილო ვიყავი მიწიშვილით.