შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-1 - უთარიღო


                                                  „მუსიკალობა“

1. მუსიკალობა საზოგადოთ ენციკლოპედიების მიხედვით (ლიტ. ბროკჰ.).
2. პოეზიისა და მუსიკის სიახლოვე - ლიტერატურული ხერხების მიხედ­ვით (I, II, III).
3. განმარტებანი ამ თეორიისა ჩემი ლექსების მიხედვით (I, II, III და სხვ.).
4. აკაკი წერეთლის აზრი ჩემი ლექსების კითხვის შესახებ - როგორც გა­სა­ღები დე­ბულებისათვის: ქართული ენა უაღრესად მუსიკალურია! (დამუშ.).
5. ვ. ბარნოვის აზრი ქართული (გალაკტ.) სიმღერისა და ქართული პოეზიის შე­სახებ (გალ.).
6. თავისუფლება ლექსისა, ძალდაუტანებლობა - სიახლოვეა მუსიკასთან.
7. რითმა, როგორც მუსიკალობის ერთ-ერთი გამოხატულებათაგანი (ენ­ციკლ.).
8. ალიტერაციები (ენციკლ.).
9. ხმათა მიბაძვა (звукоподраж. - ენციკლ.).
10. „ლურჯა ცხენები“, „საიდუმლო ალები“, „ყველას რაიმე აქვს სახსოვა­რი“ და სხვ. (რეფრენი).
11. რეფრენის როლი პოეზიის მუსიკალობაში.
12. მუსიკოსები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სიმღერები, ნახსენები ჩემს ლექ­სებში (III ტ. ივ. ჯავახიშვილის).
13. რას ნიშნავს სიტყვა ლირიკა? (ენციკლ.).
14. ლექსების კითხვის მანერა უძველეს დროში (დოდაშვილის თეორია). კო­ტე.
15. მოხსენებები ამ თემაზე - შკოლებში. ენციკლ.
16. არა უაზრობამდე მისული მუსიკალობა, არამედ გონიერი, საღი (ჟდა­ნო­ვი). ახ. კომ.
17. ფორმალისტები უარყოფდენ - ლექსის მუსიკალობის მნიშვნელობას (მაგ.).
18. რა არის ლექსი, გადატანილი მუსიკაზე?
19. სევერიანინის მანერა კითხვის (ფორმ.).
20. ხმოვანების დაცვის აუცილებლობა ქართულ ლექსში („ძილი გეგო­ნე­ბა“, „ნი­კორწმინდა“, „საქართველოს მდინარეები“ და სხვ.). გაწერელია.
21. თეთრი ლექსისა და დატეხილი, უწყობო ლექსის დამარცხება (არ ვრცელ­­­დება).
22. ბალმონტი და ბრიუსოვი და სხვ. (<С...ть> ბრიუსოვმა ვერ მიაღებინა).
23. ქართული მუსიკის ბუნება და მისი გადატანა პოეზიაში (კეთილშობი­ლე­ბა, სინ­დისი). ილია ჭავჭავაძე, არაყიშვილი და სხვ.
24. თვით ქართული ბუნება, მისი ხასიათი და მისი გადატანა პოეზიაში. პუშ­კი­ნი.
25. ტემპერამენტის როლი მუსიკასა და პოეზიაში (ვ. გუნია).
26. გერონტი ქიქოძის წერილი.
27. რომელ მომღერლებთან შეიძლება შედარება? (ტემბრი ხმისა) უპი­რა­ტე­სო­ბანი.
28. რომელ პოეტებთან შეიძლება შედარება და რა უპირატესობებია?
29. ვერლენის თეორია - აბსურდია, „ნაჩრდილები“, ლიტერატურის უარ­ყო­ფა (პუშ­კინის მსგავსად - О чем, прозаик, ты хлопочешь? და სხვ. ე. ი. „ხე­ლოვ­ნება ხე­ლოვ­ნე­ბისათვის“, არა „მუსიკა მუსიკისათვის“, არა „პოეზია - პო­ეზი­ისათვის“).
30. არა ლექსი სიმღერისათვის, არამედ სიმღერა ლექსისთვის: აქედან ბევ­რი ჩე­მი ლექსი არ გამოდგება რომანსებად, მაგრამ მელოდია - ეფარდება და შვენის ლექსს (ნუნუს თეორია).

 სხვა თემები:
1. ხალხურობის იდეა. 2. L Art poetigue. 3. აფხაზეთი. 4. აჭარა. 5. სვანები. 6. ქართული ორნამენტი. 7. ახალგაზრდობა.