შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-590-1 - უთარიღო


როგორც ძველისძველი ფოლიანტები.
მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა.
თვითეული მუნჯი ფიგურა - აგურების.

სიმბოლო ძველი საქართველოსი. დიდებული სანახაობა წარსულისაგან დატოვებული სახე მორთულობისა და სიძლიერის. აქ კაცს აიტაცებს უფრო მეტი აღტაცება, რომელიც იცოდა ძველმა ქალდეამ, ვარსკვლავთა სვლის შეცნ.

*
იქ, სადაც დაეცნენ მეფეები, დაცემულნი არიან სასახლეების კედლებიც. სადაც ბრწყინავდენ ოქსინო და შადი, ოქროვანი სახეები, მხოლოდ მეღამურა დაფრინავს. სადაც სიოს მიმოხვრაზე კანკალებდა დედოფალთა და მშვენიერ ასულთა მანდილები, ეხლა ანწლი ირხევა... სადაც მეფე იყო, იქ გველების რკალი იხლანკება. კედლები ხავსითა და სუროთი შემოსილან, ქვები დაუტაცებიათ, ჰყრია აქა-იქ აგურების ყორე... და ყველაფერი, რაც დარჩა წარსულისაგან - თანდათან ნადგურდება.

*
ბაგრატის ტაძრის ქვებზე მუშაობდა...
აქ, საარქიტექტურო ხელოვნებაში...
სილამაზე და ჰარმონია.