შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-589-4 - უთარიღო


[გალაკტიონი, გალაქტიონი].
[გე. გალ. გალაქტიონი თუ გალაკტიონი?].

გალაკტიონი
საეკლესიო საბუთებში სწერია: 1892 წ., 25 ნოემბერს დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე.
დედა პოეტისა ყოველთვის სწერს: გალაკტიონ! და ამ ორ საბუთზე დამყარებით, შემდეგში, ყოველთვის იწერება - „გალაკტიონი“ და არა „გალაქტიონი“.
პირველი წიგნის, გამოცემული 1914 წ., ბიოგრაფია იწყება ასე: გალაკტიონ ტაბიძე - სალიტ. ასპარეზზე გამოვიდა 1908 წ.
ლექსებს: აკაკის გარდაცვალების გამო, მთაწმინდის მთვარე – სხვადასხვა გამოცემებში ქვეშ ყველგან აწერია: გალაკტიონ ტაბიძე.
ხოლო 1917 წლიდან კი, უბრალოდ „გალაკტიონი“ („დროშები ჩქარა“, „ათრობდა ხალხთა მწუხარება“. მოისურვეს ასე რედაქციებმა).
[1921 წ. გამოდიოდა ჟურნალი].
1921 წ. ლექსებსა და წერილებს აწერია „გალაკტიონი“.
1922 წ. „ლომისი“ იხსნება „გალაკტიონ ტაბიძის“ ლექსებითა და სახელმძღვანელო წერილით.
1923 წ. გამოდის „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ (10 ნომერი).
1924 წ. მოყოლებული დღემდე ჟურნალი „მნათობი“-ს თითქმის ყოველი ნომერი იხსნებოდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსებითა და პოემებით. ხოლო უკანასკნელ წლებში, უბრალო ხელისმოწერაა: „გალაკტიონი“.
1933 წლიდან, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გამომცემლობის (სახელგამის) მიერ იცემა ტომები: „გალაკტიონ ტაბიძე“. თხზულებანი. ტ. ტ. I, II, III, IV, V, VI, VII (ყდა, ფორზაცი, ტიტულები). [ამგვარად, არავის არა აქვს უფლება, ყოველივე ამის შემდეგ, შეუცვალოს პოეტს სახელი].

მწერალთა კავშირის გამოცემებში („სალიტერატურო გაზეთი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“).

„მკვეთრს მკვეთრი ეწყობა, მჟღერს - მჟღერი“...
ხალხურ გამოთქმაში არის „კტე“ (კლდე), „მომიკტი“.
გ, ვ, ს, ხ, ლ, ტ, დ - (შვიდი თანხმოვანი) - გვსხლტდება.
ა-ჟღერება.