შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-540-3 - უთარიღო


მთელი „სიბრძნე“ ამ თამაშობისა არის:
პირველი - ტუზი. მეორე - ათიანი. ხელმწიფე - გადის ოთხს, თუ სამს? ქალი - არ ვიცი, რამდენს.
კოზირი - ყოველთვის არის, - როდესაც ქალი და ხელმწიფე ერთი მასტისაა.
პატარა კარტები თითქმის არავითარ როლს არ თამაშობენ.
პრინციპი: ვინც მეტს დააგროვებს ტუზებს და ათიანებს, ის იმარჯვებს.
მეთოდი: 1. პირველად მიდიხარ ტუზს - რადგან იგი ვერაფრით ვერ იჭრება. 2. ან სჭრი ტუზით (ერთი და იგივეა). 3. იყენებ ათიანს თავისთვის უმთავრესად, ვინაიდან ის შეიძლება გაიჭრას თანაბარი ტუზით. იმარჯვებ კოზირს - უბრალო კარტებისათვის. მთავარი კი არის ტუზების, ათიანების და ხელმწიფეების დაგროვება.
მარიაჟი: ეს არის, როდესაც საბოლოოდ ერთად ხვდება ხელში მოთამაშეს: ტუზი, ათიანი, ხელმწიფე, ქალი და ყველა კოზირები.
და ეს „მარიაჟი“ არის ცენტრი...