შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-510-1 - უთარიღო


ტონი ჩვენი ახალგაზრდა მწერლებისა ისეთია, რომ ვინც მათ არ იცნობს, შორიდან მართლა გამბედავი ხალხი გეგონება. [ჩვენი ახალგაზრდა მწერლები ხშირად] ისინი, მართლაც, გაიძახიან გამბედაობაზე ლექსებითა თუ პროზით. [გამბედაობა - იძახის ერთი, გამბედაობა - ბანს აძლევს მეორე]. ყოველი ახალგაზრდა მწერალი თავის გამბედაობას პირველად სცდიდა ჩემზე. ეს დაკანონებულია დღესაც. მაგრამ მათ არ შესწევთ გამბედაობა [იმისა], რომ პირდაპირ შეხედონ სიმართლეს თვალებში, რანაირიც არ უნდა იყოს ის. პროლოგს ამნაირი გამბედაობისას [გამოსვლები ყოველთვის თავდება. თან სდევს სასაცილო ეპილოგი. ვის არ ახსოვს სტატიები]. ლიტერატურული ომები მრავალი საიდუმლოებით მოცულ ხელოვნების სასახლეში, ჟურნალებში, გაზეთებში, სალიტერატურო საღამოებზე [...და აი, ფინალიც თან მოჰყვა (ხომ ჩვენს თვალწინ გაიარა ყველა სტადიებმა ამ ომებისამ?)]. თან მოჰყვა „თავისი შესაფერი“ ეპილოგი. და აი, ფინალიც! [თუ კიდევ არის სადმე ადამიანი] ეხლა თითქმის აღარავინ არის, რომლის თვალწინაც გაიარა ამ ომების ყველა სტადიებმა და კიდევ არ სჯეროდეს ჩემი, თუ კიდევ არ უნდა გაბედულად და გულახდით სთქვას, რომ მემარჯვენე ფრთა ჩვენი ლიტერატურისა [კატასტროფამდე მივიდა...] განკატასტროფებულია (ე. ი. მიუკანასკვნელებული).