შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-508-5 - უთარიღო


ვიქტორ შარაბიძე
მოაწერდა ხელს შარაბიძე ბავშებისათვის რაღაც უცნაურად, ჩემთვის კი ძლიერ გასაგებად. შარაბი-ძე: ამ ძეს ქვევით გაჰკრავდა სწრაფი ჯერ ერთი, მერე მოუხვევდა მეორე ხაზით, მერე კიდევ მესამე ხაზს მიამატებდა. ეს იყო ნოტის ხაზები და ამ ხაზებზე ისევე სწრაფად და ლამაზად გაიყვანდა ნოტების გასაღებს, რომ გაოცებას ვეძლეოდი.
ჩემს მეტს არავის ყურადღება არ მიუქცევია ამ მომენტისთვის; თითქო ჩვეულებრივი ხელისმოწერაა: მაგრამ ამ ხელის მოწერაში ჩართული იყო სპეციფიკა მუსიკის, პროფესიონალობა ხელის მომწერის: სიმღერის მასწავლებლის.
როდესაც ამის შესახებ ვუთხარი ვიქტორს, მან სთქვა:
- ეს ჩემი საიდუმლო იყო. მეგონა, ვერავინ მიხვდებოდაო.
დაფიქრებით პაპიროსის წევა. ძუნწი პასუხები შეკითხვებზე.
მიგიხვდი, ჩემო ვიქტორ, რა სენითაცა ხარ შებყრობილი, რაც გაწუხებს. შენ ხომ არასდროს დიდი მუსიკოსი არა ჰყოფილხარ, და რომ ვერც გახდებოდი ამად - შენც კარგად იცოდი ეგა. ეს შენ გაწუხებდა. ამიტომ ჩემთვის გასაგები იყო შენი მუდმივი დუმილი.

Минут через десять будет кофе.
მედროშე.
Шарабидзе.