შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-16 - უთარიღო


უფრო ხმამაღლა! [ვინ].

ვანლერ დაისელი: „ბალლადა ტფილისთან დაღუპულ ვეფხვზე“.

ამ წიგნში დასაფასებელია: 1. პოეტის მისწრაფება წიგნის ლამაზად გა­მო­­ცე­მისთ­ვის, ყდის შერჩევა. 2. გულწრფელობა. 3. ზრდილობა. 4. პატიოსნება, რაც ასე სანთ­ლით საძებარია თანამედროვე პოეტებში. 5. სიახლისადმი მის­წრა­ფება ძველი ფორ­მებით. 6. საუკეთესო ლიტერატურული ტრადიციები­სად­მი პატივისცემა. 7. ენერ­გიული ფორმები. 8. ემჩნევა კონდენსაცია, ეკო­ნო­მია სიტყვის - რაც ასე ნაკ­ლებ ჰქონდა წინანდელ წიგნებში (ამ წიგნში შე­­და­რებით დიდი ნაბიჯია ამ მხრით წინ წადგმული). 9. საერთოდ ემჩნევა წინ­სვლა, რაც უნდა მიეწეროს ავტორის ენერ­გი­ულ მუშაობას და გამოცდი­ლე­ბათა თანდათანი დაგროვების შესაფერისად გა­მო­ყენებას. 10. მრავალი ად­გილებია პირდაპირ კლასიკური: „ვეფხვი იწვა ნამგ­ზავ­რი, ათრთოლებულ ტო­რებით, გადაწია ლერწამი, ჩაიხედა ჭალაში; სად დატოვა ოჯა­ხი, ვეფხვთა ტკბი­ლი ჯალაბი, სამშობლო ინდოეთი, მთები და მინდორები“. 11. მო­ცემულია ვეფ­ხვის ძირითადი ხასიათი: სიდიადე. 12. მოცემულია ადგილი ვეფხ­ვის მოქ­მე­დებათა: სიმხურვალე. 13. მოცემულია ადგილი ლიტერატურიდან ვეფხვ­თა შე­სახებ - განსაკუთრებით აღმოსავლეთის ლიტერატურიდან. 14. ლექსი მსუ­ბუ­­ქია და მოქნილი. ავტორს ემარჯვება ალაგალაგ შედარებები...
დეფეკტები: 1. რითმები [თითქმის ყოველთვის] (გამონაკლისები არის) მე­­ტის­მე­ტად ზერელეა. შეიძლება პოეტი განგებ სჩადის ამას? (შეუძლებელია, მას არ ჰქონ­დეს რითმის კულტურა)... მაშინ დაუშვებელია. შეიძლება გამოუც­დე­ლობით მოსდის: საქ­მეზე - მაქეზებს, არეზე - ქარვებზე, გაშლიდეს - ხმა­­ში­ვე. ასსონანსი სახიფათო რა­მეა: დიდი სიფრთხილეა აქ საჭირო. არ შეიძ­ლე­ბა მეტისმეტად თავზეხელაღება ამ მხრით (გრანელის მაგალითი). ასსო­ნან­სი ცუდათ დამკვიდრდა რაღაცნაირად ჩვენ­ში. სიადვილე - არ არის ასსო­ნან­სი. ცუდათ ხმარობენ ასსონანსებს გრანელი, კ. ლორთქიფანიძე, მაშაშვი­ლი, ჟურული, ჩიქოვანი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშ­ვი­ლი. დეფეკტად უნდა ჩა­ითვალოს ახალი სიტყვების უხეიროდ შექმნა: [პო­ლი­ტი­კუ­რი] ორსკამზე ჯდო­­მა, რაც ნათლად სჩანს  და სხვ. ეს ყველაფერი თეთრი ძაფებით შე­კერილი პო­ლიტიკაა.. მაგრამ საბოლოო ანგარიშში უსათუოდ - კონტრ­რე­ვო­ლიუ­ცი­ო­ნუ­რია

                                  [ტრანშეებში]

[არ ბრწყინვალებ, არ ენთები
                             ღამევ ბნელო].

არ ბრწყინვალებ, არ ენთები.
გათენდი თუ გათენდები.

ჭაობია.
რა უშლის ხელს, ახალგაზრდა, ნიჭიერი [მწერალი] პოეტი რომ პირნათლად ემ­­სახუროს - დიდს იდეას - საქვეყნო იდეას.
1. რუტინა: ხელოვნება ხელოვნებისათვის. 2. მოსისინე პოლიტიკური ჯგუ­ფე­ბი: 1. ა. ეს ხომ ქართული არ არის? ბ. საქართველოში ხელოვნება არ არ­სე­ბობს. 2. განგაში - ატეხილი [იმის გამო] თუ ლიტერატურული ნაწარ­მოები სო­ციალისტურ ტემებს ეხე­ბა. 3. პროპაგანდა იმ მწერლების წინააღმდეგ, რომ­ლე­ბიც ცდილობენ ჭაო­ბი­დან თავის დახწევას, 4. პროვოკაციული გამოს­ვლები ამ გზით, 5. ჭორი, ენა­ტა­ნიო­ბა, 6. არაგულწრფელად შესვლა ნდობაში იმ მიზ­ნით, რომ გულწრფელებს გზა გა­დაუჭრან. 7. ...