შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-15 - უთარიღო


ეხლა იოველი მდიდარია, ნამდვილად მდიდარი, აღტაცებაში მომყვანი, გულ­თა მიმ­ზიდველი სიმდიდრით მდიდარი.
მოვიდა სიმდიდრე, დაუბრუნდა [პატიოსნება] პატივისცემა, სიამყე და სიმ­სუ­ბუ­ქე; ეძლევა საშუალება იქონიოს მრავალი ხელი ტანთსაცმელი, სხვა­და­სხვაფერის, რჩეუ­ლი მატერიები, საუკეთესო მკერავები; დაუბრუნდა თა­­ვის­თავისადმი პა­ტი­ვის­ცემა, შეხედავს, ყველა იცნობს, ყველა გაიგებს: თა­ვისუფალი და და­მოუ­კი­დე­ბე­ლი.