დღიური-628-12 - უთარიღო
1. რეკონსტრუქტიულ პერიოდში გადავდივართ.
2. მუშათა კლასის ლიტერატურის წინაშე წამოიჭრა ახალი გიგანტიური საკითხები.
3. უნდა გადაისინჯოს შემოქმედებითი მეთოდები.
4. არ უნდა ჩამორჩეს მხატვრული სიტყვა რეკონსტრუქციის ტემპებსა და ამოცანებს.
5. ფაკტია ამ ფრონტზე პროლეტ. პოეზიის ჩამორჩენა.
6. [ისმება] გადასაჭრელია პრობლემა.
*
ცხოვრება ბრძოლაა - მოჰყვება დაღლილობა - საჭიროა დასვენება.
ენერგიის აფეთქებას მოჰყვება დაღონება. და გულგატეხილობა, რაც იწვევს აღძვრის მოთხოვნილებას.
ნარკოტიკების სრულიად მოსპობა კი არა, შეცვლა - მავნებელის სასარგებლოით!!!
ხელოვნება - საუკეთესო ნარკოზია - ამ სიტყვის უმთავრესი მნიშვნელობით.
ხელოვნება იძლევა ყოველივე იმას - რასაც იძლევა - ალკოგოლი!!!
წიგნს - კითხულობს ადამიანი.
თეატრში - ზის.
სურათს ათვალიერებს.
მუსიკას - ისმენს. იგი შორდება ყოველდღიური ცხოვრების ზრუნვებს და დავიდარაბებს - თავს ივიწყებს, ისვენებს დამღალავ და სულისშემხუთავ შთაბეჭდილებებისაგან.
ალკოგოლი - შემდეგ რეაქცია.
ხელოვნება - შემდეგ შთაბეჭდილებათა ცვლა, მაღლებზე, უკეთესებზე. ცხოველდება და მაღლდება ნერვების ენერგია.
ხელოვნებას გამოყავს ადამიანი თავისი „მე“-ს საზღვრებიდან და არღვევს მის ეგოისტურ კარჩაკეტილობას და განცალკევებას. ამით ხელს უწყობს - კაცობრ. ოჯახის გაერთიანებას.
სმენ მოწყენილობისა და ბოღმის გამო, მწუხარების გამო.
ცოცხალი საზოგადოებრივი კავშირებია საჭირო.
ძირს კარჩაკეტილი, განცალკევებული ცხოვრება.
საზოგადოებრივობისადმი მიდრეკილება. აი, თავი და თავი.
იკმაყოფილებენ ერთობის წყურვილს მღვრიე წყაროებისაგან: არ იცის, უფრო არ შეუძლია, მონახოს გულითადი მეგობრების კომპანია, ძალაუნებურად უერთდება პირველად ხელში მოხვედრილ კამპანიას. დადარდიანებული, მარტოხელობის გრძნობით შეპყრობილნი, ერთად იკრიბებიან ისეთი კაცები, რომელთაც არვითარი საერთო არა აქვთ რა: არც განვითარებით, არც მისწრაფებით. ხშირად ერთიმეორის არავითარი ნდობა და პატივისცემა არა აქვთ. და შინაგანი ცემენტის უქონლობის გამო (რაც უნდა აერთებდეს ამ სხვადასხვა ცემენტს) ისინი მიმართავენ ხოლმე გარეგან ცემენტს, არაყს და ღვინოს (რომელიც თავისთავად მართლა შემაერთებელ ნიადაგს წარმოადგენს).
განცალკევება დავიწყებას ეძლევა.
კონტრასტები - იკარგება.
უკმეხობა და თავდაჭერილობა ქრება.
ენა ფეხს იდგამს და ყველა იჩქარის ერთიმეორის წინაშე გადმოანთხიოს ყოველივე, რამაც მათ სულსა და ხორცში თავი მოიყარა. მაგრამ ღვინოს არ შეუძლია შეჰქმნას შინაგანი შეგნება, მერე მოყვება ცემა-ტყეპა და ურთიერთშორის განხეთქილება - კარგი მეგობრები - მტრები არიან.
(ნევრასტენია - ნერვების ავადმყოფობა - ერთი ნიადაგთაგანია ალკოგოლიზმისათვის).
ფსიქოლოგიური მომენტი ნარკოტის ხმარებისა არის ცხოვრებით უკმაყოფილება.
სადაც ხელოვნების სახელით იკრიბებიან ადამიანები, იქ ადგილი არ აქვს მთვრალ კამპანიას.
ოჯახიდან დაწყებული - რომელიც წიგნებს შემოჰხვევია გარეშემო. ანუ თავს ირთობს მუსიკით და სიმღერებით - თუ გადავალთ ლიტერატურულ მუსიკალურ საღამოებზე - წიგნებით, გაზეთებით.
ყოველგან ხელოვნება ბრწყინვალედ ასრულებს თავის გამაერთიანებელ მისსიას.
სადაც აყვავებულია ხელოვნება - იქ შესაფერათვე ისპობა მთვრალობა.
ხელოვნება სდევნის, აძევებს ალკოგოლს!!!!!!
„პური და სანახაობაო“.
გამდაბიურდეს, ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ხელოვნება!!!
ყოველივე, რაც აადვილებს და ამრავალფეროვანებს ცხოვრებას, რაც აახლოვებს სინამდვილეს იდეალთან, და ამსუბუქებს ცხოვრებით უკმაყოფილობის გრძნობას -
ნივთიერი კეთილდღეობის გაძლიერება, განათლების გავრცელება, ხელოვნების განვითარება.
ჩვენში არაა ლოთი ხალხი!!
სახალხო თეატრი და გასართობები.
მკვირცხლ და თავისუფალ სიმხიარულეს შეხვდებით სრულიად უალკოგოლოთ.
საჭიროა ალკოგოლის სამაგიერო საქმე, რომელიც გააძევებს მას.
„ადამიანი მძლავრია, როდესაც თავის მსგავსთან არის დაკავშირებული!“
არაფერი ისე არ აცხოველებს ადამიანს და მხნეობას არ ჰგვრის, არაფერი ისე ხალისიან გუნებაზე არ აყენებს, როგორც თავის მსგავს ადამიანთან ერთობა, და მეორეს მხრით, არაფერი ისე არ სტანჯავს ადამიანის სულს, არაფერი არ ბადებს მასში ისეთ სევდიანობას, დაღონებას და გულგატეხილობას, ალკოგოლიზმის ამ ერთგულ მოსამსახურეებს, როგორც გრძნობა მარტოხელობისა და განდეგილობისა. მისვლა-მოსვლა, ერთობა, ურთიერთშორის დახმარება (აი, დევიზი).
ადამიანის ნება ემორჩილება მის გონებას, გრძნობას და გარეშე პირობებს.
ერთიმეორის დახმარება...
არსებობის პირობების გაუმჯობესება.
1. შეძენა ცოდნის, 2. ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, 3. ლექციები, 4. ადვილგასაგები რაიმე სისტემატ. კურსი, 5. გამართვა ბიბლიოთეკისა სახლში (სახლის მოწყობა), 6. გამოცემა იაფფასიან წიგნაკებისა.