შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-589-3 - უთარიღო


მიღებულია შაბათს, 10 ოკტომბერს, საღამოთი. მოხუცი დამტარებელი წერილებისა ბოდიშს იხდიდა დაგვიანებისთვის - წიგნში სულ ცოტა იყო აკადემიკოსების ხელისმოწერა.
აკადემიის ანსამბლის მშენებლობის პროექტი განიხილება ორშაბათს, 13 ოკტომბერს.
მოსაწვევ ბარათს ხელს აწერს ს. მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რ. აგლაძე, რაფო? რაფიელ? (გრიშაშვილი ასე, შინაურულად უწოდებს: რაფო, რატომ არ გინდა ვიცე-პრეზიდენტობა? ძველი ფედერალისტური ოჯახიდან იცნობს, ალბად (ილია აგლაძის შვილია, რომ ასე ფამილიარულად ეპყრობა). თვითონ ვიცე-პრეზიდენტი ძალიან ყოყოჩა ვინმეა. როცა ირჩევდენ, ასე ამბობდა: „ასე უეცარი ყოველმხრივ ამაღლება, არ ვიცი, რას მივაწეროო...“ შარიას კანდიდატია. მე მგონია, ცოდნით დიდს არაფერს წარმოადგენს.