შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-588-11 - უთარიღო


საიუბილეო მარში
როდესაც (ხომალდი) გემი განადგურდა. დაიმსხვრა.
როდესაც გემი იღუპებოდა, გემიდან ადამიანები გადაცვივდენ. ისინი მისცურავდენ ყოველი მიმართულებით. ზოგი მიაცივდა რომელიმე ფიცარს, რაც კი ხელში მოხვდა. ფიცარი საიმედო არ აღმოჩნდა, მაშინ მან ხელიდან გაუშვა ფიცარი, და ანძების ნამსხვრევს ჩასჭიდა ხელი. ანძის ნამსხვრევი წყალში იყურება, გაჭირვებაში მყოფი ეხლა სხვა რამეს სჭიდებს ხელს. ხან წყალში დაიყურება, ხან ისევ ზევით გამოჩნდება და წინანდელს ფიცარს ებღაუჭება, მაგრამ ათეული სხვა ხელი დაღუპვის პირს მდგომი ადამიანების, ეცილებიან მას ამ ფიცრის ნამსხვრევში, რადგან ისინი მხოლოდ ამ ფიცრის ნამსხვრევში ხედავენ შველას.
ესენი არიან უბედურებაში მყოფი ადამიანები.

რა საჭიროა ხელოვნურად გადააკეთო სინამდვილე, როდესაც იგი უიმისოდაც მიმზიდველია?

ახალ დაცემებს, კატასტროფებს, თავგადასავალს.

*
დილით ყველანი ჩუმად კითხულობენ გაზეთს, და ერთმანეთს უზიარებენ ხმადაბალი ხმით თავიანთ შთაბეჭდილებებს. ისინი საუბრობენ მომავალ ომზე, წინასწარმეტყველობენ საშინელ ამბებს.
მაგრამ დიდი ხანია, რაც ყბედები ვერ სარგებლობენ ნდობით ტფილისში.

Avanti popolo! Avanti popolo.

„მნათობი“. „კრასინი“.

*
[ნუ გეჩქარება, დადექ,
იქ შენ არავინ გელის].

ისეთ ნაირად [მიდის] გაჰქრა,
ეს შემოდგომა ქარვის –
რომ ერთი [კარგი ლექსიც] გაღიმებაც
არ [მოაგონდა] შეუქია არვის.

[მაგრამ, ასი წლის შემდეგ].