შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-588-9 - უთარიღო


- ხომ არ ინებებთ გავანის სიგარას.
- აპაპაპა! მე ჩემი ჩიბუხი მაქვს, ირაკლი მეფის დროინდელი ჩიბუხი.
- მაშ, მე მოგიკიდებთ ასანთით.
- ნუ წუხდები, თქვენი ჭირიმე. ბიჭო, ორიკა, ნაკვერჩხალი მომიტანე საცეცით. ნუ წუხდები, თქვენი ჭირიმე.

- ეს რა უცნაური ტანთსაცმელი გაქვთ. რა ჰქვია ამ ტანთსაცმელს. მე მოგცემთ თქვენ ევროპიულ ფრაკს, სმოკინგს, ცილინდრს, ნახეთ, როგორი იქნეთ.
- რაო, რას ამბობს ეს კაცი, ორიკ., ცილინდრიო? ფრაკიო?

– რა გვარია ეს ჩვენი სტუმარი.
– იერემია – ბრიოშ.
– კაცო, მე გვარს გეკითხები... იმას კი არა.
– იერიო ბრიოშ.
– ჰი, დაილოცა ღვთის სამართალი, რანაირი გვარი არაა დედამიწის ზურგზე. აბა, გააგორე, მუსე ბრიოშ.

– რამდენი დოლარი ეღირება თქვენი ჩიბუხი?

– აჰ, ჩემი საათი გაჩერებულა. რომელი საათი იქნება ეხლა?
– საათი ჩემს სიცოცხლეში არ მიტარებია, რად მინდა საათი. ჩემი დღე და საათი აი ის არი, მზეა. შევხედავ, ვიცი, რა დროა. ახლა, ბატონო, სწორებით ის დროა, როცა კარგს სადილს უნდა ვუსხდეთ, კარგ იოლ ღვინოს შევექცეოდეთ. სწორებით სადილობის დროა, ბატონო ბრეუშ.