შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-507-20 - უთარიღო


I. 1. წიგნები უნდა გამოვიდეს 25 ტომად. თვითეულ ტომში დაახლოვებით იქნება 150-200 გვერდამდე. ფორმატი საშუალო, გამომცემლობას ექნება სახელი.
2. ქაღალდი წიგნებისათვის უნდა იქნას ისეთი, როგორიც შეეფერება კულტურულად გამოცემულს ტომებს... ქაღალდი უნდა იქნეს უსათუოდ კარგი.
3. წიგნები უნდა იქნეს ილიუსტრაციებით... თვითეულ ტომში იქნება არა ნაკლებ [15 კლიშესი] 15-25 სურათისა.
4. საერთო ზედამხედველობა წიგნის გარეგნობისთვის - მეკუთვნის მე. აგრეთვე შერჩევა მხატვრებისა, შერჩევა შრიфტის, დალაგება მასალების და სხვა - შეადგენს ჩემს მოვალეობას.
5. სტამბებს გადაეცემა მასალები არა უგვიანეს 15 აპრილისა - ამიტომ მიღებულ იქნას ზომები, რომ წიგნები მზად იქნეს ყოველ [დაგვიანების] მიზეზის გარეშე - 15 მაისისათვის.
6. დაბეჭდვის შემდეგ უნდა დამეთმოს 100 კომპლექტი - გამოცემისა - პირად განკარგულებისათვის.
II. 7. ჰონორარი - უნდა იქნეს 40% მთელი შემოსავალისა.
8. ყოველგვარი ხარჯების გამოცემისათვის გაწევა, წიგნის შემოსავლის გარეშე, გამომცემელს ეკისრება.
9. ჰონორარის მიღება ჩემმიერ უნდა მოხდეს ასეთი წესით: გადახდა მოხდება სამ ჯერად.. 1. ერთი მესამედი ჰონორარისა წიგნების დაბეჭდვის დაწყებისთანავე, 2. მეორე მესამედი დაბეჭდვის გათავებისთანავე და 3. წიგნის დაბეჭდვიდან ორი თვის გასვლისთანავე. შეიძლება ასეთი კომბინაცია: ნახევარი ჰონორარისა წიგნის დაწყებისთანავე - ხოლო მეორე ნახევარი წიგნის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ. ყოველივე ამის შესახებ უნდა დაწერილ იქნას [...] სათანადო გარანტიებით..

1. 25 ტომი. 100-150 გვ. ფორმატი საშუალო.
2. ქაღალდი უნდა იქნას კარგი.
3. წიგნები ილიუსტრაციებით. ტომში არა ნაკლებ 15-20 ილ.
4. წიგნის გარეგნული მხარეც, მხატვრ. შერჩევა, შრიფტის შერჩევა, მასალების დალაგება და სხვ. - შეადგენს ჩემს მოვალეობას.
5. სტამბას გადაეცემა მასალები არა უგვიანეს 15 აპრილისა. მიღებულ იქნას ზომები წიგნების 15 მაისამდე გამოცემისთვის.
6. ჰონორარი 40% მთელი შემოსავლ. წიგნის გამოც. ყოველგვარ ხარჯებს გარეშე, რომელიც გამომცემელს ეკისრება.
7. გადახდა მოხდება სამჯერად: ერთი მესამედი წიგნ. დაბეჭდვის დაწყებ., მეორე დაწყებისთანავე, მესამე ორი თვის შემდეგ.