შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-487-4 - უთარიღო


თათრების გდება. ტრამვაი განჯაში - ჰეი-ჰეი-ჰეი.
რომ უმეტეს ნაწილად თათრების ქალაქია, უნდა წაიკითხოთ გზაში, ვაჭრები, სახელი და გვარი.
სასტუმრო განჯაში.
[მოქალაქენო!]

1. გზაში
ჯარისკაცები ომში მიემგზავრებიან.  მაკვირვებს მე მათი ხალისიანი სახეები - ასე არ იყო ძველად [ძალიან ერიდებიან დაუფიქრებელ სიტყვა-პასუხს]. დღეს ხომ ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ კიდევ უსათუოდ უნდა მოხდეს დიდი რამე, ისე, როგორც მოხდა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოსალოდნელ მოვლენებთან დარაჯად ყოფნის მოვალეობას დღეს [უსათუოდ] სავსებით განიცდის [ამაყი] ძლიერი ჯარისკაცი, [ასე არ იყო ძველად] და ამიტომ ყველას გულზე წითელი ნიშნები აქვთ. სალამი [დღევანდელ] თავდადებულ ჯარისკაცს. ასე არ იყო ძველად.
- [მატარებელში] მე განსაკუთრებით ვადევნებ მათ თვალყურს. გაჭედილია ხალხით მატარებელი. ძუძუმწოვარი ბავში საცოდავად ტირის... ერთი [იმერელი] მოხუცი თავადი [ - ამხანაგებო! როგორ არ გრცხვენიათ... თქვენ ფანჯრებთან დგეხართ და აქ კი ბავში იღრჩვება... დაიწით, დაიწით, ამხანაგებო.] ძლიერ თავისებურად ეკამათება ერთ რევოლიუციონერ ქალს მიწის შესახებ.
[გრილი სიო იჭრება მატარებელში].
- კაზაკები ეხლა ჩვენი ძმები არიან, ჯარისკაცები კი არა, - ამბობს ჯარისკაცი, კაზაკი ეხლა თავს დადებს [ჩვენი] ძმებისთვის. მათმა დელეგატმა ასე განაცხადა: ამხანაგებო, გვაპატივეთ ცხრაას ხუთის წლის ჩვენი სამარცხვინო [საქმეები] დღეები, ეხლა ჩვენ თქვენთანა ვართო. [სადაც თქვენ, იქ ჩვენცო]. მეტი არა უთქვამს რა.
- კაზაკები ამბობენ: როდესაც ომი დაიწყო - ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავსულიყავით, [თქვენი] რადგან იმედი გვქონდა [გვეგონა ჯარისკაცები არ გავლიანო], რომ არც თქვენ ისურვებდით [სისხლის ღვრაში მონაწილეობის მიღებას] სისხლის ღვრას. მაგრამ რაკი თქვენ გადით - ჩვენც წავედითო.
[ჯარისკაცებს გულზე წითელი ნიშნები აქვთ. ო, სრულიად არ იყო ასე ძველად].
- კაზაკები ეხლა ჩვენი ძმები არიან.
სალამი მათ. ასე არ იყო ძველად...

*
„რა რიგად გშვენის შავი ხალები,
შენ გენაცვალოს თათრის ქალები“.
(ელენე გოდაბრელიძე)

ქუთაისი და თბილისი
მთაწმინდა - ბაგრატის ნანგრევები. მეტეხი.
ორი ინტელიგენტი.
მუშები ქუთაისში არ არიან.
უკანასკნელი ექსცესი ქუთაისში.
ქუჩიშვილი. კ. მაყაშვილი.
ზურაბიშვილი.
რიონი და მტკვარი.
ერთ ოჯახში თბილისში.
ქუთაისის არისტოკრატები.
ქუთაისის ახალგაზრდობა.
ქუთათური ქალები.
„ხმა ქართველი ქალისა“.
მოწინავე ხალხი ქუთაისში.
ქუთათური გაზეთები.
ქუთათური ხელოვნება და მოყვარულები.
ორატორები.
ჩემი სიტყვა.
სასტუმრო თფილისში.

*
ქუთ. მიხ. სააზნაურ-საადგ.-მამ. ბანკის ზედამხედველ კომიტეტს და გამგეობას. იოსებ კაკაბაძეს.