შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-9 - უთარიღო


29 აგვისტო. ტფილისი.
სიზმარი ჩაწერილია ზედმიწევნით სწორად.

მე მივდივარ რუსთაველის ქუჩაზე. მაცვია უბრალოდ, ვგრძნობ უხერ­ხუ­ლო­ბას, მაგრამ თითქო არ ვიმჩნევ. კაფეს წინ (მ. ს.) დავინახე ნაცნობი, რო­მე­ლიც გა­ზეთს შლიდა საინტერესო ცნობით უცხოეთის ფრონტზე. მე მი­ვუახლოვდი, მაგ­რამ იგი გადაიხარა გაზეთით სხვისკენ. ამავე ადგილიდან მე შევიხედე იმავე კაფეში. იჯ­და არნო ონელი. იგი შეიშმუშნა. მე წამოვედი.
ნაცნობიდაერთიცუცნობიც ერთმანეთს დაშორდენ.
რუსთაველის პროსპ.
მე წავედი ქვევით სასახლ. ქუჩამდე.
სასახლის ქ. მივედი თუ არა, ვიგრძენი, რომ აუწერელი სიჩქარით ღამდე­ბო­და. იყო სილამაზე.
გავხედე ქვევით დაღმართს: შუაბაზართან არაჩვეულებრივად ღამდებოდა.
ქუჩები არაჩვეულებრივად ცარიელნიიყვნენ. მიკვირდა, რომ ამ დროს ცა­რიელია. მხო­­ლოდ ჩემს უკან მიდიოდა რამდენიმე ახალგაზრდა და რაღაცას ხმა­დაბლა სა­უბ­­რობ­დენ.
- სად მიდის? - კითხა ერთმა მეორეს.
- ალბად, დასალევად.
მე გავიფიქრე, რომ ამას ამბობენ ჩემზე. ალბად, ჩეკისტებია. თვალყურს მა­დევ­ნე­ბენ. მით უმეტეს, მე მივემართებოდი პუშკინის ბაღისკენ, რომლის პირ­დაპირ რეს­ტო­რანია.
"არ წავალ" - გავიფიქრე მე. მართლაც არ წავსულვარ.
არ ვიცი კი, როგორ ამოვყავი თავი არმუკაზე - რომელიც ცარიელი იყო. ეხ­ლა კი არ ბნელოდა, მშვენიერი საღამო იყო.
მახლობლად მე დავინახე შეუბმელი ურემი.
მე განვიზრახე იმ ურემით წასვლა ისე, რომ გამევლო სახლისა და აბე­სა­ლო­მის შკო­ლის წინ. და ჩავსულიყავი სადღაც (უკვე ფანტაზია შორდება ტფი­ლისს და მი­დის რომელიღაც უცნობ, მაგრამ იმჟამად ძალიან ნაცნობ იარ­მუ­კი­საკენ თუ და­ბისაკენ).
„ამ ურემს შევუბამ ჩვენ ნაცნობის ხარებს“ - ვთქვი. ხარები მეზობლად იყო. მე შე­ვუბი ურემში ხარებს, ურემზე სახრე იყო. მე დავჯექი ურემზე. მივ­დივარ! ხარები მი­დიან ნაცნობი გზით.. „სადა ვარ?“ - გავიფიქრე, როცა მან­ძილი გავიარე. ერთ ად­გილას ორიგზა მიდიოდა. მე არ ვიცოდი, რომელი გზით წავსულიყავი. „ხარები თვით გაიგნებენ გზას“ - მეუბნება ჩემი იდუმა­ლი ხმა. მართლაც, ხარები გავიდენ სწორ გზაზე, აირჩიეს რა ამ ორ-ორში ერთი სწო­რი გზა.
გზაზე მე დავინახე სახლი. რომლის აივანზე იჯდა ლამაზიქალიმაგი­დას­თან. მა­გიდასთანვე იჯდა ა-მი სათვალეებით და რაღაცას სწერდა. ალბად, უწერ­და რა­ღა­ცას უცნობ ახალგაზრდა ქალს.
მე ურემზე წამოვდექი, რომ დავენახე მას. მაგრამ ვერ დამინახა.
ჩემმა ურემმა ჩქა­რა ჩაიარა.
ჩავალ, როდესაც დავბრუნდები, ურემს პატრონს დავუბრუნებ, მაგრამ რომ არ ვიცი, ვინ არის პატრონი, არც ადგილი მახსოვს, საიდანაც ურემი წამო­ვიყ­ვანე.
ღამდებოდა.
მე მოვასწრებ ურმით ჩასვლას და ამოსვლას, თან, ალბად, მთვარიანი ღა­მე იქ­ნება, ჩავალ. ჯიბეში ცოტაოდენი ფული მაქვს, რომ დამჭირდეს იქ, სა­დაც მი­ვალ. მაგრამ აი, ეს კი კარგი ვერ არის, რომ ასე სწრაფად ღამდება.
გზაზე, სადღაც მახლობლად, მე მომესმახშირისროლა. ისროდენ პაჩ­კო­ბით.
უეცრად ხარები გაჩერდენ ერთ ფართომოედანზე, რომლის წინ, დიდბაღ­შიშესავალიალა­­ყაფისკარები იდგა. ბაღის წინ ნაცნობიქალები იდგენ და იღიმებოდენ. თვით ბაღ­ში მოსჩანდა რამდენიმე წითელიყვავილი. ქა­ლებ­მა დამინახეს. მიცვნეს, გა­მოე­შურნენ, მაგრამ... სადღაც გაიფანტენ ხსოვ­ნის ნისლში, გაჰქრნენ.
მე ურმიდან გამოვუშვი ხარები. ეხლა ხარები კი არა, ცხენი იყო. მე ღობეს­თან მივ­ჯექი. ცხენი ველზე სძოვდა ბალახს. იქვე დავაყენე ურემიც.
იმ ადგილს, სადაც ქალები იყვნენ, ეხლა გამოვიდა და ჩამოჯდა სამხედრო, რომ­ლის ქუდზე წითელიხუთქიმიანივარსკვლავიიყო.
მე არ შევიმჩნიე.
სამხედრო კაცი ბაღის წინ წამოწვაგულდაღმა, თან მე მომჩერებოდა, იდაყ­­ვებ­ზე.
მეორე სამხედრო კაცი - საითკენაც გაექანა.
მე ამოვიღე ფეხსაცმელი და ჩაცმა დავიწყე. მე რაღაცას ვიხვევდი ფეხ­ზე.
თურმე სახვევთან ერთად მე ვიხვევდისუფთაპირსახოცსაც. სამხედ­რომ შე­ამჩ­ნია ეს. მე გავიძვრე პირსახოცი. თავის ადგილს დავდე. ამ დროს წა­­მოდგა სამ­ხედ­რო კაცი და ჩექმებიდან რაღაც ამოიღო. რომ დავაკვირდი, შე­­ვამ­ჩნიე, რომ ეს იყო რევოლვერი. მან ამოიღო მეორე რევოლვერი, ორივე მო­იმარჯვა და ჩემკენ წა­მოვიდა.
„ალბად, პირადობის მოწმობა უნდა“, - გავიფიქრე. იგი მოდიოდა ჩემკენ და­­მიზ­ნებულირევოლვერებით. შეიძლება, - გავიფიქრე, მას ჰგონია, რომ მეც ვესვრი? და ამიტომ იქცევა ასეთ სიფრთხილით? მე ხელებიმაღლაავწიე და თვალებიდავ­ხუჭე. გაისმასროლა. ისროდა ეს სამხედრო.
მაგრამ მე კი არ მესროდა, არამედ ესროდა სხვებს მახლობლად. მე აკი  წი­­ნა­დაც მომესმა საიდანღაც სროლა. აი აქ, თურმე, შეტაკებისადგილია. აი, თურ­მე სად მოვხვედრილვარ. სროლა კიდევ გაისმა. მახლობლად ბრძოლაა. „მე არავინ მერ­ჩის“... ხელები ძირს დავუშვი. უნდა დავბრუნდე - გავიფიქრე. თანარვიცი, რამოხ­დებაშემდეგ... და გამომეღვიძა. გამიხარდა, რომ ეს სიზ­მარი იყო და მე გა­დავრ­ჩი.

                                                                                                           *

СР и СД.
ამინდი ცუდი. ბაშმაკების ჩაცმა. მზის წასვლა, თოფის სროლა, ისტორია საწ­­ყე­ნი, იარაღი, ლაპარაკი, კარეტით წასვლა, საწყლად მას. თავისი თავი. ურე­მი, ღრუ­ბელი, ცხენი...

За прошлое спасибо, за настоящее – отвечай.
ომის და რღვევის მწიფე მუწუკი.
გუშინ, დღეს [და], ხვალ.
„ვაშლი“. „ქვრივის ლიმონები“.

                                                  სიმღერა თესვის დროის

გადიდდეს და გაიშალოს
            სათესავე ფართობია,
ჰეკტარების [დიდი მხარი] გაქანება,
            [ნუ გგონია] კომბაინის გართობა.
გადაიხნას, [აღმოიფხვრას] გადითოხნოს
            [ძველი უკუღმართობა]
            ეკლობა და ბარდობა,
აღმოიფხვრის ძირ-ფესვიან
            ძველი უკუღმართობა.

 

დარდობა, ავანგარდობა, ჩაისვარდობა, ნარდობა, მილიარდობა, ბღარ­ტო­ბა, ყალიონის, ყლარ­ტობა, ჩართობა, ხლართობა, ხებარდობა (აკაცია), მხარ-თო­ფა, თავ­დაღ­მარ­თო­ბა, ნართობა (ბამბა) ყაჭი, კვართობა, ნარდობა! უნის­კარ­­ტობა, ამომწვართობა, თავ­სართობა, ჯადოქარდობა.

სად მიდის რევოლიუციონური საქართველო.
<При...но> в вцы. Готовы и т.