შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-5 - უთარიღო


                                                      იპოლიტეს აზრები

1. თუ რევოლჲუციონერობაზე მიდგა საქმე, შეიძლება უფრო მეტად თქვენზე რევოლჲუციონერები იყვენ ფუტურისტებიო (ამითი გამოგვიცხადა მან ერთნაირი უნდობ.).
2. რატომ უვლით გვერდს ფუტურისტებსო. ჩვენ ძლივს-ძლივობით დავიახლოვეთ ისინიო [ჩვენ ვუპასუხეთ, რომ].
3. ორი-სამი კაცის ხელმოწერილი წესდების წარდგენა არის ავანტიურისტობაო (იქ ხელს აწერს ცხრა კაცი).
4. თუ მთლიანობა არ იქნაო (იგი გვემუქრება მთლიანობის დარღვევით).
5. იპოლიტე შეგნებულად აწარმოებს ჩვენს შორის გათიშვას (Divide et impera). იგი გვამტერებს ჩვენ ფუტურისტებს – და უნდა ჩვენი გადამტერება მათთან - ეს არის პროვოკატორობა.
„ფუტურისტები“. [საზოგადოდ].
„მასხრად აგდება იპოლიტესი“.
არავითარი გრუპიროვკა არ შეიძლებაო. გრუპიროვკაა, მაშ რაა ფუტურისტები.