შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-559-8 - უთარიღო


განა ეს შეგნებული‚ წინასწარ განზრახული მავნებლობა არ არის? რედაკტორს „კომუნისტი“-სას დავურეკე შაბათს საღამოთი - „რისთვის არ არის „კომუნისტში“ ანგარიში ჩემი საღამოს შესახებ ოპერაში-მეთქი. მიპასუხა: რაღაც მშრალად იყო შედგენილი ქრონიკა და არ დავბეჭდეო. ხვალის (კვირის) ნომერში ვერ მოესწრება და სამშაბათისაში კი უსათუოდ მოვათავსებ ანგარიშსო.
და, აი‚ ესეც სამშაბათის ნომერი!