შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-506-13 - უთარიღო


არა, არა პატივცემულო ქალაქელო ბატონო, მოწყენილობა რაა, ჩვენ არ ვიცით. გაბრაზება, შეურაცხყოფა, დამცირება, სიღარიბე - რამდენიც გნებავთ, მაგრამ მოწყენა... როდესაც თქვენ უსაქმურობის დასასვენებლად მოდიხართ აქ, როდესაც ხედავთ ქარისაგან აღელვებულ თავთავებს, თქვენ გგონიათ, რომ ყველასთვის თქვენსავით ყველა დღეები სოფლად ერთი მეორესა ჰგავს, რომ გარეშემო მეფობს პასტორალური მწუხარება, სიმშვიდე და მყუდროება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ თვითეული გოჯა მიწისა აქ არის ნამდვილი ბრძოლის ველი ადამიანსა და ბუნებას შორის; რომ სერიოზულმა, მოსაქმე ქმნილებამ, მცხოვრებმა ამ ისლითა და ყავრით დახურულ ქოხებში, [დაიუფლა] წაართვა ის სისხლითა და ოფლით - თავის მოწინააღმდეგეებს. და იმ დროს, როდესაც თქვენ მოწყენით ამთქნარებთ, მიჰქრიხართ მის გვერდით, ამ დროს იგი ცდილობს გამოგლიჯოს ბუნებას პურის ნამცეცი თავისათავის ან ერთი ბღუჯა იონჯა საქონლისათვის. ამ [დროს] წამში არა სიმშვიდე და მყუდროებაა მის სულსა და გულში, არამედ შიში მოულოდნელობით: რომ აი, საცაა ასეთი შრომით მოპოებული მინდორი გადაიხრუკება გოლვისგან, განადგურდება სეტყვისაგან, ან ჩალბება გადაუღებელი წვიმების გამო. გარწმუნებთ მე თქვენ, არაა რამე უფრო მღელვარე და დამაფიქრებელი სოფლად სამუშაო დღეზე. გათენებიდან დაღამებამდე ეს არის მხოლოდ ბრძოლა, ბრძოლა ყველაზე უფრო თვითნება, შეუბრალებელი, მუდამ მღვიძარე მოწინააღმდეგესთან - ბუნებასთან. იგი მხოლოდ მაშინაა მეგობარი, როდესაც ვაგრძნობინებთ ჩვენს ძალას. რა არის იმაზე სასაცილო, როდესაც სოფელი თქვენ წარმოდგენილი გაქვთ მოსაწყენი პასტორალის სახით. რომ სოფელი დაჰხატო ამ დროს, საჭიროა არა მწყესის სალამური, არა ბულბულის გალობა, არამედ მთელი ორკესტრი, რომელიც [ჰქუხს] შფოთავს, დუღს და ქუხს. მზის ამოსვლისთანავე გლეხი მინდორზე მიყურადებული უნდა იდგეს, როგორც მთავარსარდალი, უნდა ახსოვდეს, უნდა გაითვალისწინოს ყველაფერი, უნდა მოხერხებით ისარგებლოს ყოველი წამით. სადაა აქ ადგილი მოწყენისათვის? როდესაც სახლში დაბრუნდა? ბედნიერება დასვენების, ზრუნვა მომავალ დღეზე, სიხარული, რომ გააკეთა ის, რაც სურდა, შეურაცხყოფა, გულისტკენა, განწირულება, თუ შეშლილობა, ღრუბელმა ან გახურებულმა ქარმა აჯობეს მას? არა, მოწყენა შეინახეთ თქვენთვის. ჩვენ უიმისოდაც ბევრი გვაქვს მწუხარება. მოწყენა ეს თქვენი მტერია და არა ჩვენი.

*
გამბედაობა ეხლანდელ ვალში
არ არის: თავი მაღლა აიღოს,
სიმართლეს სწორად შეხედოს თვალში,
რანაირიც ის არ უნდა იყოს!
ხშირი ბრძოლები, ცეცხლთა სხვაობა,
აი, რა არის გამბედაობა!!!

მინდობილობა.
ვანდობ ამხ. ოლია ო...