შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-464 - უთარიღო


*
მშობლიური წარსულის
          ძვირფასო ადგილებო,
ვინ იქნება, რომ თქვენით
          არ იამაყოს?
შორი მთებიდან მოჰქრიან
          რიონის ტალღები,
ესალმებიან ძველი
          ციხის ნანგრევებს.

*
 
მშობლიური წარსულის
უძვირფასეს ადგილებს,
ვინ იქნება [რომ]  თქვენის
თქვენით არ იამაყოს.. (ამალოს).
შორით შორი მთებიდან
მოჰქუხს ფაზის ტალღები,
გრგვინვით ესალმებიან
ძველი ციხის ნანგრევებს.

ადგილებს. აგვრევს. პირბასრი.
 
* * *
[სამშობლო ადგილებო]
მშობლიური წარსულის
ადგილებო [ძვირფასო]  მზიანო,
[არაბულის, სპარსულის]
დარბეულ-გაძარცულის,
ჩემი გულის [დამწველო] [სადარო]
მშობლიური წარსულს
[კოშკ] ადგილებო ძვირფასო,
დარბეულ-გაძარცულის
გულის.

*
ოჰ, მშობლიურ წარსულის
ადგილებო მზიანო,
დარბეულ-გაძარცულის,
გულის [გზავ]  სახიანო.
ძვირფასო აკლდამებო,
თქვენით ხელს არ ამაღებს
[ზმანებათა] სამეფო,
[გმირად მხდის, მაამაყებს]
მარად რომ გვაამაყებს,
შორეული წარსულის
ადგილებო მზიურო...
 
*
მშობლიური წარსულის
ადგილებო ძვირფასო,
[შენაც]  მთლად გაძარცულის
გულის...

*
ოფიცრის - სანებისყოფო თვისებათა...

ყველაზე პირველხარისხოვან მნიშვნელობის პრობლემათა შორისო, ამბობდა მაკარენკო, სდგას პრობლემა ნებისყოფის განმტკიცების, ვაჟკაცობისა და [დასასრულ]  მიზანდასახულებისა.
ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი გინდა ხისაო.
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიო ისტორიაში ძნელია მონახოს ეპოქა, რომელიც განსხვავდება [ასეთი საყოველთაო გამოსვლებით]  სწორედ ასეთი ქცევების თვისებათა საყოველთაო, სახალხო გამოვლინებებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გამარჯვებები ნაყოფია ჩვენი ძლიერი ნებისყოფის, ჩვენი თავდადებული სიმამაცისა, ჩვენი მიზნისადმი შეგნებული და მედგარი, დაუდგრომელი მისწრაფებით, მიუხედავად ყოველივე ამისა და, შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, საკითხები ნებისყოფის განმტკიცებისა [გახდნენ] იქცნენ ჩვენი ყოფის ყველაზე მთავარ და საჭირბოროტო საკითხებად.
ეს დაიწერა [დიდი სამამულო ომის დაწყებიდან]  ორი წლით ადრე - ვიდრე დიდი სამამულო ომი დაიწყებოდა. და უფრო მეტი [სიმარ] სისწორით გაისმის [იგი] ეს ახლა, საბჭოთა ხალხმა უჩვენა ურყევი სიძლიერე სოციალიზმის ქვეყნისა.