შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-21 - უთარიღო


ჩაი.
- ეი, სა მიდიხარ, მოიტა ფული, ფული ჯერე.
- არა, ეხლავე.
- რავა ეიკრა ბარგი.
- ო, 12 აბაზს გამოართმევთ მაგას.
დო რე მი фა სოლ ლა სი.
კარების ჭრიალი, „ხრუჰ“ ჩაის სტაქნის და ფინჯანის. დაისხა ჩაი; შორს ვი­ღა­ცა ფარდაგს მაგრად ფერთხავს ისევ კარების ჭრიალი.
ფულების თვლა და ჩხარუნი.
- ჩაის თქვენ მიირთმევთ?
- ჰქონებოდა?
- კი, მანეთის ხურდა არ ჰქონდა.
- .......................
- .......................
- ვყიდულობდი!
- მე მინდოდა მაშვინ და არ ვქენი.
- ვასია, შეხედე, იქინე კასტრულაში რძეა და არ გადაიაროს.
- პოკა ნიეტუ, ნიეტუ.
ფშვიტინე, ფშვიტინე.
- რაცხას წახანე ფეხი დავაბიჯე, რა ეშმაკია, ნეტა.
- კვერცხია.
- აა.
- ნამდვილი თაფლია ალი?
- ...ოღონდ ცეცხლისაა.
- ჭამე, წაუსევი პურზე და სჭამე.
- ვალოდიას უყვარს და..
- ვერიჩკას არ უყვარს თაფლი?
- არა.. ცოტასა სჭამს.
- დედა, რა გლახა დღეა.
- აბა.
- ახლა დარეკა რვა.
- არ მოგეწონა ვ.
- არა.
- რატო, რატო?
- არ ვიცი, ისე.
კარების ჭრიალი.
Это что, мед да?