შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-603-14 - უთარიღო


აფთიაქში: 1. თავის ტკივილის, 2. მუცლის შეკვრის წინააღმდეგ (Закупор¬ка желудка), 3. კალცეკსი. 4. გაცივების წინაღმდეგ.
სასაუზმოში: 4. ბულკები - 3, 5. ვიჩინა (200 გრამი), 4. ჩაი, 6. ბორჯომი... 7. პაპიროსი...
დღის რეჟიმია საჭირო. საწოლში წოლა. ოთახში რაღაც სიცივეა. ფეხები მტკივა. თავიც მიბრუის. გაცივებული ვარ, ცხადია.
რეჟიმი: წოლა, წოლა! (წუხელი რომ ცოტა მეძინა). მარია რომ არ გაჩენილიყო, თურმე ძალიან ცუდად იყო საქმე: ფორტოჩკა, ფორტოჩკა!
ხვალ ლომივით უნდა ვიქნე! თუ არა სულ ყველაფერი ჩაიფუშება.
67 р. 50; 100 - 68 = 32.