შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-559-1 - უთარიღო


„არავისათვის საეჭვო არ არის, - სწერდა იგი, - რომ თვითეულ ხელოვნებას აქვს ორი მხარე‚ შემოქმედებითი და ტეხნიკური.
ნიჭი მხატვრული შემოქმედებისათვის ადამიანს დაბადებითვე დაყვება‚ როგორც სახის სილამაზე ან ძლიერი ხმა. ეს ნიჭი შეიძლება და უნდა განვითარდეს‚ მაგრამ მოპოება მისი აღემატება ყოველგვარ ძალას‚ მისი მოპოება არავითარი სწავლითა და მეცადინეობით არ შეიძლება. Poetal nascurtur... ვინც პოეტად არ დაბადებულა, იგი იმად ვერასდროს ვერ გახდება‚ რამდენიც არ უნდა ეცადოს‚ რამდენი შრომაც არ უნდა დახარჯოს. თვითეულს‚ ან თითქმის თვითეულს‚ ძალიან მცირე გამონაკლისით, შეუძლია‚ თუ საკმარის ძალას მოახმარს‚ ისწავლოს ლექსის წერა და მასაც მიაღწიოს‚ რომ ლექსი სავსებით „გამართული“ [„ლამაზი“, „მშვენიერი“ და „ხმოვანი“] გამოუვიდეს, მაგრამ ასეთი ლექსები ყოველთვის როდი არის პოეზია“.
ეს მართალია [თვითონ ვალერი ბრიუსოვმა რამდენი დრო და ენერგია მოანდომა‚ მაგრამ ვალერი ბრიუსოვი‚ რომელიც პირველ რიგში აყენებს ნიჭს‚] და ამ ანბანურ ჭეშმარიტების ქადაგება უხდებოდა უკანასკნელ ხანამდე ვალერი ბრიუსოვს.
თვითონ ბრიუსოვი‚ ნამდვილი ერუდიტი‚ მცოდნე ყოველნაირი „ესტეტიკებისა" და „პოეტიკების" არისტოტელიდან...