შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-463 - უთარიღო


დიდება მას საამსოფლო,
ვინც მომავლის ხიდეს გასდებს,
მეგობრებო! დღეს სამშობლო
თქვენ გეძახისთ, ახალგაზრდებს.

[ჩვენ გვეძახის] სადღაც კვნესის ლაზისტანი -
[და] ჰქუხს შავი ზღვის [ჩვენი არე] მღელვარება.
დე, ელავდეს კვლავ, განთქმული
ხმალთა თქვენთა ელვარება.

ერთი სიტყვა გვითხარ: დროა!
და შეიძვრის დედამიწა.

*
                    მე, მეტყობა.
[ჩემთვის] შენთვის წამიც არ არსებობს
                     დასვენების,
სანამ მკაცრი დრო არ მოვა
                     განსვენების.
არ ვუყვარვარ მე ჩემს მხარეს,
                     ვუყვარდი-კი,
სხვაა იგი, უსათუოდ
                     სხვაა იგი.
თუ ცხოვრებამ უბედურმა
                     არ დამინდო,
შენ დამინდე, საუკუნევ,
                     ჩემო, წმინდა.
შენ იცოცხლე, შენ იცოცხლე
                     მარად, მარად.
მე არ ვღირვარ, ცხოვრებაო,
                     ეხლა არად.

*
იდეა:
1. კარგად წაკითხვა აკაკი გაწერელიას წიგნის.
2. კარგად წაკითხვა ქეთევან ირემაძის წიგნის.
3. იდეა კარგად შესვ.

*
[ეს იყო 18].
1856 წლის უმშვენიერესი მაისის [ერთ-ერთ უმშვენიერეს [დღეს] დილით] მხურვალე მზის ამოსვლასთან ფოთის ნავსადგურიდან მდგომარე [ერთ-ერთი უცხო ქვეყნის] დიდი წყალწყვის მეტად ლამაზმა გემმა,
1. მის ანძაზე ფრიალებდა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დროშა. ნავთსადგურზე დარჩენილნი ცნობის მოყვარეობით გასცქეროდენ,
2. [სალიუტი მისცა] ხმამაღლა დაიგუგუნა: ეს ნიშნავდა, რომ იგი ნავთსადგურიდან დაძვრას აპირებდა.
   მიმავალ გემს, დატვირთულს ჩვენი ქარვასავით სიმინდით, ჩვენი სამკურნალო ძირტკბილათი, ჩვენი მძლავრი კაკლის ხეებით...
  - [არასდროს] შავი ზღვა და ასე წყნარი? [არ მახსოვს...] - [სთქვა] გაიფიქრა კაპიტანმა და თან [სრული] ხმამაღლა განკარგულებაც გასცა: სრული სვლით! როდესაც ნავთსადგურისკენ მოიხედა, იქ კიდევ სჩანდა ნავთსადგურის უფროსი: რა დიდებული ქართველია - კიდევ გაიფიქრა მან, გაიხსენა რა მისი არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა, მისი გემის იქ ყოფნის დროს.
ნავთსადგურზე დარჩენილი უფროსი ამ დროს ღრმა ფიქრში იყო გართული. ეს ფიქრი სრულიადაც არ ეხებოდა მიმავალ გემს. გუშინ დილით მას მოახსენეს, რომ ნავთსადგურში არ აღმოჩნდა ერთი კატარღა: ასეთი ამბავი კი მის ცხოვრებაში პირველი იყო. სად უნდა დაკარგულიყო კატარღა? ღელვა არ ყოფილა, რომ ზღვას გაეტაცნა. რაიმე ნაკლი არა ჰქონია, რომ ზღვაში ჩაძირულიყო, თუ ვინმემ საბელიდან ახსნა - სად იყვნენ ჩემი "დარბაისლები", ან ჩემი თანაშემწე სადა ბრძანდებოდა, ან დარაჯები რას მიკეთებდნენო...
ამ იდუმალებით მოცული შემთხვევის გახსნაში ღრმად იყო წასული ნავთსადგურის უფროსი, როცა უცხო იალქნიანი გემი...

*
არქიტექტურა ვეფხის ტყაოსანში.

3-12-85 - რუსლანოვი. 3-74-63 - Зам. директора. 3-59-28 - Гл. администр.