შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-602-5 - უთარიღო


   გუშინ პარიკმახერთან პირს რომ ვიპარსავდი, [მან მოითხოვა] თავი [ამეწია] რომ ავწიე მაღლა, ვიგრძენი, [სწორედ] თითქო ისევ გადაქანდა მარცხნიდან მარჯვნივ. საღამოთი დავესწარი მწერალთა პლენუმს, მომხსენებელს დიდხანს ვერ ვუსმინე. დავბრუნდი ბინაში.
   წნევა, დიდი ხანია, რაც არ გამისინჯავს. [შეიძლება] წინად მე მქონდა დიდი წნევა, ვიწევი კარდეოლოგიურ ინსტიტუტში მთელი თვე. შემდეგ ნორმალური მქონდა სისხლის წნევა.
   არც რენტგენზე არ გავშუქებულვარ.
   მეხსიერებაც, ვატყობ, მღალატობს – ოლღა ბარამიშვილის გვარი დამავიწყდა სწორედ იმ დროს, როდესაც <...> ტელეფონით.
   ხშირად [მავიწყდება] ვერ ვიხსენებ ძალიან ახლობელი ადამიანის სახელსაც კი.
   ოჯახური მდგომარეობა ქაოტიური მაქვს. მოვლის მხრივაც არაფერი ხერხდება.