შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-601-4 - უთარიღო


     ჩვეულებრივად ყოველი იუბილე ტარდება სპეციალურად არჩეული საიუბილეო კომიტეტის მიერ.
     საიუბილეო კომიტეტი შესდგება როგორც 1. პარტიული, 2. მთავრობის და 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, ისე 4. სპეციალურად მოწვეული პირებისაგან.
     უნდა შევიდნენ სამ-სამი წარმომადგენელი მოძმე რესპუბლიკებისაგან: რსფსრ, უკრაინა, ბელორუსია, ტაჯიკისტანი, სომხეთი, აზერბეიჯანი და სხვ. უკრაინიდან ტიჩინა, კორნეიჩუკი, იაკუბ კოლასი. სომხეთიდან ავეტიკ ისაკიანი, ზარიანი. ისე აზერბეიჯანიდან და სხვ.
     5. აკადემიებიდანაც უნდა იყვნენ წარმომადგენლები.
     6. საზოგადოებრივი დაწესებულებებიდან.
     საიუბილეო კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი.
     საიუბილეო კომიტეტს აქვს მუდმივი შესაკრები ადგილი.
     საიუბილეო კომიტეტის სახელით შედგენილი იქნება მოწოდება ქართულ და რუსულ ენებზე (მოწოდება დაწერილი უნდა იყოს მგზნებარე, მხატვრული ენით და დროზე უნდა დარიგდეს).
     მწერალთა კავშირი იკისრებს მთელი საიუბილეო კომიტეტის მოვალეობის ასრულებას?
     მაშინ საჭიროა მოქმედი აპარატის შეჰქმნა; ის აპარატი, რომელიც მწერალთა კავშირს აქვს, არ გამოდგება.