შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-585-7 - უთარიღო


...გამოძახებასა და ტაშისცემას არ ჰქონდა დასასრული.
სარა ბერნარმა მალე გაითქვა სახელი‚ მაგრამ მტრები მოსვენებას არ აძლევდენ. ავრცელებდენ მის შესახებ ყოვლად მიუღებელ ხმებს - სარა ბერნარი სწავლობს როლებს სპილოს ძვლის კუბოში [ჩაწოლილი] მწოლიარე‚ კუბო მორთულიაო თეთრი ატლასით და სდგასო მის საწოლ ოთახში. შემთხვევით გაჩნდა ცეცხლი მის ბინაში და ყველანი ირწმუნებოდენ, რომ სარა ბერნარმა თვითონ განგებ წაუკიდა ცეცხლი თავის სახლს. ყოველივე ამ ხმებს ყურადღება არ მიაქცია Comedia fransas-ს დირეკტორმა პერონმა და აუნაზღაურა რა ოდეონს ნეუსტოიკა‚ სარა მიიწვია თავის თეატრში. სარას ამ თეატრში ყოფნამ გამოიწვია ბევრის შური და დაიწყო ნამდვილი ომი‚ რომელშიდაც სარა ბერნარი იბრძოდა თავგამოდებული დევიზით: რაც მოხდეს, მოხდეს (quand meme). მას გამოუჩნდენ დაუნდობელი მტრები და მხურვალე მეგობრები. მტრები საზოგადოებას მიუთითებდენ მის როლების მდარედ ასრულებას „ფიგაროს ქორწინებაში“. ნამდვილად კი იგი თამაშობდა...

*
ჩვენ, პოეტები საქართველოსი.
სიმღერავა. სიმღერა გადააააბა.
თამაზა.