შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-6 - უთარიღო


იაკობ გოგებაშვილი „დედაენის“ კორეკტურაზე
1. ერთხელ მთაწმინდაზე, ზამთარში, ქუსლი რომ ამძვრა ფეხსაცმელს.
2. შინატეხელის სახელოსნო.
3. გოგებაშვილის სახლი სახელოსნოს წინ.
4. შემოდის პ. ირეთელი, ბ. ახოსპირელი.
5. საუბარი იაკობ გოგებაშვილზე.
6. პ. ირეთელის წარსული. მატერიალური გაჭირვება, კორეკტორობის დაწყება.
7. გოგებაშვილის შიში გაცივებისა, მისტიურობამდე მისვლა.
8. სახლში რომ ჩაიკეტებოდა, ცხვირს გარედ არ გამოჰყოფდა. როგორც კი გარედ გამოვიდოდა, იმ წამშივე სურდო შეეყრებოდა და აცხინკვებდა. ბარომეტრი ოთახში. შალს მოიხურავდა და...
9. - ძველი ჰერეთი - ვიცი. [ირეთი რაღაც არ მაგონდება. ეს საქართველოს რომელ კუთხეშია, ყმაწვილო კაცო?] როგორ არ ვიცი ჰერეთი.
- [არა] მე ირეთს მოგახსენებთ, ბატონო იაკობ.
- [დიდი] ირეთი რაღაც არ გამიგონია - ჰერეთი კი [ისტორიული] გეოგრაფიული სახელწოდებაა.. არავინ შეგაცდინოს, ყმაწვილო კაცო.
- [ირეთი] ბატონო იაკობ, მომისმინეთ...
- არავინ შეგაცდინოს მეთქი - ყმაწვილო კაცო... [აქ კორეკტურული შეცდომა უნდა იყოს და სხვა არაფერი]. ჰერეთი და არა ირეთი. მეც სწორედ სისხლი გამიშრო კორეკტურამ და ამიტომ მესმის თქვენი მდგომარეობა. აქ ასოთ ამწყობს ჰე-ს მაგიერ ი-ნი ჩაუსვამს, დაბეჭდილია ირეთი...
- მოგახსენეთ, ბ. იაკობ. ირეთი - მართლაც არ არსებობს საქართველოს რუქაზე. ირეთი - ციმბირის ერთერთი სოფლის სახელია!
- ციმ-ბირისო? - სათვალეები მოიძრო.
- იქ ვიყავ გადასახლებული. აქედან წარმოიშვა ჩემი ფსევდონიმი: ირეთელი.
- აი, აი, აი! - სწორედ მაგიტომ, ალბად, [რომ] ცივი ქარი თან ჩამოგყოლიათ იმ ციმბირიდან, დასწყევლის ღმერთი, - პირი დააღო, - თვალები დაჰხუჭა, თავი ზევით ასწია და სამჯერ ზედიზედ ცხვირს [ისეთი] მედგრად დააცემინა.
- მაშ, ირეთი ჰყოფილა და არა ჰერეთი, ა? მე კი კორეკტურული შეცდომა მეგონა. მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდა. ასევეა ჩემი საქმეც. ეხლა მიბრძანეთ - რითი შემიძლია გემსახუროთ – ჰერეთელო, კიდევ შემცდა... ირეთელო, პოლიო.

3.000 ფურცელი. 16 - 4 = 12. 4 X  4 =16. ე. ი. ერთ ფურცელში 162 არის. 4-7.
შვიდასი ფურცელი. 700 ფურცელი.