შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-4 - უთარიღო


ვინ არის მართალი: ამხ. ჭილაია თუ შ. რადიანი?

Воспоминание о Нежине
მატარებელში ყველას სძინავდა. ჯერ ისევ რიბრაბო იყო.
მხოლოდ მე არ შემეძლო თვალის დახუჭვა.
მატარებელი მოსკოვიდან მოდიოდა,
გერმანიის ტყვეობიდან ქართველი ჯარისკაცებით სავსე.

ეს იყო ცხრაას თვრამეტი წელი.
უკრაინის საზღვრებს რომ მივუახლოვდით,
გასინჯეს [ყველა] მთელი მატარებელი
და აი, მიდის მატარებელი უკრაინის ველებზე.

აჰ, უკრაინა, უკრაინა, რაც [შენს ველებზე] შენმა მიწამ
სისხლი [დაღვრილა] შეისვა იმ დღეებში, არათუ ეს მიწა,
არამედ მიწა ათასჯერ გამრავლებული,
უზარმაზარი, მიწის მსგავსი რაც პლანეტებია –
[შეიშლებოდა] ყველა დაჰკარგავდა გონს, და უფსკრულში გადიჩეხებოდა.

განთიადისას მატარებელი გაჩერდა [მდუმარე] სადგურის წინ,
ეს იყო ნეჟინი, მაგრამ [იგი] ეხლა არა ლიტვის.
ვხედავ [იმისას] ნეჟინის, არამედ რკინისგზის სადგურს,
ფანჯრებ-დალეწილს, უდაბნოდ მდგარს და მიუსაფარს.

ვხედავ: მატარებლის გასწვრივ ბაქანზე მოოქრის შეიარაღებული
ცხენოსანი გაიდამაკი.. შეიძლებს.. მისი ცხენი <სწრაფია>.
გაიდამაკი გაიძახის: არ ჩამოხვიდეთ, ფეხი არ დასძრათ,
მატარებლიდან ძირს ჩამოსვლა არვინ გაბედოს!

სადგურის წინ კი, თვით სადგურზე ასეთი სურათია:
ვრცელი ბაქანი მოკლულების სისხლით სავსეა,
მძიმედ დაჭრილებს [სათით.] თვითო-თვითოდ მიჰყავთ სადგურის შენობის კედელთან,
და იმ კედელთან სხედან ისინი და ელიან ბედის განაჩენს.

იმ ღამით თურმე პარტიზანელები მოულოდნელად დასხმოდენ თავს სადგურს,
აეღოთ სადგური, და შიგ გამაგრებულიყვნენ.
გერმანელები და გაიდამაკები კი [გამაგრებულიყვნენ], რომელთაც დაუტოვებიათ სადგური,
გამაგრებულიყვნენ სადგურის პირდაპირ მოშორებით მდგარ საბარგო მატარებელში.

პარტიზანელები სადგურიდან უშენდენ გაიდამაკებსა და გერმანელებს.
გერმანელები და გაიდამაკები უპასუხებდენ სროლითვე საბარგო მატარებლიდან,
ასე გაგრძელდა ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში.

ჩვეულებრივად - ასეთია მცირერიცხოვან პარტიზანელთა ტაკტიკა.
მოულოდნელად თავს დაესხმიან, დაჰკრავენ მაგრად მტერს მოულოდნელადვე...

*
[შინაარსი] ქართული სათაურები ცაგარლის ლირიკიდან.
თაბუკაშვილი, ნეიმანი, ვართაგავა, არეთა, ნინა, გიორგი ნადირაძე, ცაგა¬რე¬ლი.