შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-485-8 - უთარიღო


გაარტყა!
სილის გარტყმევა
1. კარგა იცოდა ისიდორემ, მასწავლებელმა გარტყმა! ისეთი სილა გაარტყა გოგიას, რომ კედელს (რატომ?) გააკრა.
2. ისიდორემ და ივლიანემ რომ დასცხეს ერთმანეთს.
3. აბესალომმა - გოგსაძეს.
4. აბესალომმა - შკოლელს.
5. სერაპიონმა - პოლიკარპეს (გამომტყუაო).
6. აგაბომ - ლონგინოზს (ესაა შენიო?).
7. თესია ლომიძემ - გაარტყა მასწავლებელს.
8. რატომ მოდის ბევრს ბავშს თამაშობის დროს (მაგ. აგერ ლორთ.).
9. ეგვენას გარტყმა...
10. სტუდენტმა მიქელაძემ მისვე ამხანაგს ბულვარის ტროტუარზე რომ გაარტყა?
11. ინსპეკტორმა ჯაფარიძემ გაარტყა სასწავლებლის უფროსს - გრეკოვს!
12. მაჭავარიანმა გაარტყა ხოშტარიას.
13. ბურდილაძემ - ბურდილაძეს.
14. უბირიამ - მეეზოვეს!
15. ეზეკიამ - მეზეკიას.
16. ტიციანმა - გრიშაშვილს.
17. ალიმ - შანშიაშვილს.
18. ავდეევმა - რობაქიძეს.
19. პაოლომ - ავდეევს!!!
20. შანშიაშვილმა - ალის...
21. ქუჩიშვილმა - ამაშუკელს..
22. ამაშუკელმა - ქუჩიშვილს..
23. ჯუღელმა - ამაშუკელს..
24. ლორთქიფანიძემ - ჩიქოვანს..
25. ორეულმა - ფარქოსავას..
26. კოლაუმ - იაშვილს...
27. ნაფეტვარიძემ - მიქელაძეს..
28. მაჭავარიანმა - ჯაფარიძეს..
29. ჩხეიძემ - იუნკერს...
30. თავადმა - ჭიპაძეს.
31. ბაბილინამ - გრიშაშვილს.
32. კიტა აბაშიძემ - შკოლის უფროსს (დაეცენ).
33. სცენა რიყეზე.
34. „რა გინდებიენიენ“.

ჩხუბები
1. სამანიშვილის თავგადასავალში.
2. „Песня про купца Калашникова“.
3. Тарас Бульба (в ступ.).
4. Как поссорились. Ив. Никифор.
5. „მოჩხუბარიძე“?

გაარტყა
1. ერთი ისე სცეცხლა სახეში. 2. ერთი ისე გაჰკრა. 3. გაუშალა! 4. ლეწა! 5. აადო! 6. შემოჰკრა! 7. ჩაარტყა. 8. დაჰკრა. 9. სდრუზა! 10. ხეთქა. 11. თხლეშა. 12. უთაქა. 13. სდო! 14. ოჰო, მოხვდა. 15. სტკიცა. 16. სტკეცა. 17. სილა გააწნა. 18. გაასილაქა!