შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-454 - უთარიღო


1. საქართველო სულ მცირე ქვეყანაა და პატარა ქვეყნის ცხოვრება სულს უხუთავს დიდსა და ძლიერ X-ს.
2. მის გმირულ ბუნებას, მის ვაჟკაცობას, მის დიდებით და ძლიერებით გატაცებულ სულს სულ სხვა ცხოვრება შეფერის!
3. უდაბნოში უგზო-უკვლოდ სიარული. სახარის ქვიშა და ქარი.
4. როგორც ხედავთ, სასიხარულო არა-ქონდა რა.
5. საბრალო გმირი! სხვა აქამდეც... საწყალი გმირი! რა ნელ ცეცხლზე იწოდა.
6. უკვდავი დონ კიხოტისა არ იყოს, გმირულ ოცნებაში სძებნიდა მყრალი სინამდვილის დავიწყებას. მაგრამ ვაი ამ დავიწყებას! რამდენადაც ცდილობდა მოეკლა წყურვილი, იმდენად უფრო უცხოველდებოდა ჟინი გმირობისა და დიდებისა.
7. უხმარად მყოფ იარაღის ხილვა რაღაც განუწყვეტელ ბრაზს გიღვიძებს და გულს გიმღელვარებს.
8. ზღვას უძვრია ხმალი და გააფთრებული ლომური გრგვინვით მივარდნია მტერს. შორს მათ თავზე გადაუსვრია თავისი ტალღა, უკან დახეულა და ისევ მგელურად დასძგერებია - მოსისხარს, მუდამ შეურყეველ მტერს.
9. ამ ხმაში შეერთებულა ყველა, რაც კი იბრძვის, რაც კი იკბინება, რაც კი ბღავის, ღმუის, ღრიალებს.
10. და ხომალდი კი მიდის, როგორც უდაბნოთა თავზე ხელაღებული მხედარი, როგორც ოკეანეს მეკობრე.
11. სწყუროდა, მაგრამ რა?
12. ერთი მიბრძანეთ, ტარასკონში რა ეშმაკი მიიყვანდათ.
13. გაგიხარიან!
14. ისე მედგრად ჯვაროსნები არ შეიარაღდებოდენ ხოლმე, როცა მუსულმანთ ბრძოლას უპირებდენ, როგორც X-მა იცოდა, ჯ-ში წასასვლელად რომ ემზადებოდა.
15. დაჰკრავდა თუ არა ცხრა საათსა, X მზად იყო: თავით-ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარი.
16. ბაყ-ბაყ დევსაც შეებრძოლებოდა.
17. ჯოხში ჩამალული ხმალი.
18. რევოლვერი.
19. ტარტარენ ტარასკონელი თავით ფეხებამდე იარაღში იჯდა, ოღონდ... მოწამლულ ისარს თავის დღეში არა ხმარობდა, თავის დღეში, ეს კანონისა და სინიდისის წინააღმდეგი იარაღი გახლავთო!
20. წელში გამართული, გადახრილი, მოკუზული (გიმნასტიკა).
21. წყნარად, აუჩქარებლივ, დინჯად გაივლიდა ბაღს. სწორედ ინგლისურად, ბატონებო, ინგლისურად.
22. კარს რომ საშინელი ძალით გაარახუნებს გარედ.
23. დომხალივით აერია მუხთალს ძვალრბილი.
24. ავინიონის გზაზე ამ დროს ძაღლს სულ ვეღარ ნახავდით: ყველგან დაკეტილი კარები და ბნელი ფანჯრები შეგხვდებოდათ. ქუჩა კი ელექტრონითაა გაჩირაღდნებული.
25. ისეთი ძალით ადგამდა დალურსმულ ქუსლიან წაღებს, რომ [ქვაფენილს] დედამიწას ზანზარი გაჰქონდა - და მათი ბაკა-ბუკი ერთი დღის სავალზე ისმოდა.
26. ტრამვაი რელსებს ნაპერწკლებს აყრევინებდა.
27. მისთვის სულ ერთი იყო ბულვარი, შარაგზა და ვიწრო ქუჩა: შუა ქუჩაზე მიდიოდა ყოველთვის, შუა გზაზე.
28. ის საშინელი განსაცდელი, რომელიც ტარასკონში ფანჯრებიდან ცვივა ხოლმე, მეტადრე საღამოობით.
29. ბედი არა ჰქონდა ტარტ-ს, არა!
30. ძაღლი რა არის, ძაღლიც კი არ გამოსდგომია.
31. ახლა კი შევხვდიო - გაურბენდა ხოლმე გონებაში. არიქა! ფეხის ხმა მოესმოდა ან ჩუმი ლაპარაკი.
32. იქვე გამაგრდებოდა: თითქო მიწას მიჰკვრიაო, თან სიბნელეს უკვირდებოდა, ყურს ადევნებდა ქარს, ჰაერს სუნავდა.
33. ინდოელებისა არ იყოს, მიწას ყურს ადებდა, გავიგო, მტერი საიდან მეპარებაო.
34. თვალებს აბრიალებდა ვეფხვივით.
35. მოიკუმშებოდა, რომ ერთი ნახტომით ქვეშ ამოედო მუხთალი, თან ვაშკაცურად შეეკივლა და შიშის ზარი დაეცა მისთვის.
36. - ბიჭო ტ-ნი! აი, დასწყევლა.
37. - გამარჯობა, გარას, - შებღაოდა ტარტ.
38. თან ისეთი ძალით იქნევდა ჯოხს, გეგონებოდათ, ქარიშხალი ამოვარდაო.
39. - მოდით, რაღა, თქვე ლაჩრებო...
40. არსად არ ყოფილა... სულ ბევრი, ბევრი, - ბოკერი თუ ენახა (ტ-დან დიდი არაფერი მანძილია). რონის ხიდს გახვალთ და ეგეც თქვენი ბოკერი!
41. საუბედუროდ, ამ დაწყევლილ ხიდს ხან წყალი წაიღებდა ხოლმე, ხან ქარი ანგრევდა.
42. ნაფოტებით აგებული ხუხულა გეგონებათ.
43. ჰო და!.. საქმეც ეგ არის. ტარასკონელ ტარტარენს ხმელეთი ერჩივნა.
44. დონკიხოტის გამხმარი ჩონჩხი, რომლისთვისაც ცხოვრების მოთხოვნილებათ ვერა დაეკლოთ რა! რომელსაც შეეძლო მთელი თვე აბჯარ-ჩაჩქანი არ მოეხსნა და ორი-სამი დღე ერთ მუჭა ბრინჯზე გადაევლო.
45. ქოსმენივით ჩასუქებულიყო, დამძიმებულიყო, კარგი ჭამა-სმა უყვარდა, განცხრომა მოსწონდა, სავსე იყო სურვილით, რომ სიცოცხლით დამტკბარიყო.
46. ღიპი გადმოეგდო და მოკლე ფეხები ძლივსღა იმაგრებდა მის მუცელს.
47. დონკიხოტი და სანჩო პანჩო ერთ კაცში მოთავსებულიყვენ! ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ მორიგდებოდენ ის საწყლები. ჯოჯოხეთი იყო მათი ცხოვრება.
48. გენიოსის კალამი უნდა მქონდეს, რომ მათი ბაასი ავწერო და უკვდავება მოვიპოვო.. მე სად შემიძლია.
49. - მივდივარ! - მე არ წამოვალ! - დიდება მოიხვეჭე! - ფლანელი არ მოიშორო. - რა სჯობს ბასრ ხმალს და სხვ. - რა სჯობს თბილი ნაჭრის ჟილეტსო. - ცული მომეცით, ცული. - ჟანეტ, რა ვქნა, ე შოკოლადი რა უყავით? (გატაცებულისა და მშვიდის. ორი ერთში). რომელი სძლევს?
50. მაგრამ ეხლა კი, ცოტა გასწყდა, კინაღამ სამგზავროდ აიბარგა.........
51. მერე რამსიშორედ?
52. მოსწერეს: ოღონდ, მოგვიდეგ და მთელი საქმის გამგეობას შენ მოგანდობთო.
53. აბა, საიმისო საქმე ეს იყო, აი.
54. თქვენც კარგად მიხვდებით, ჩემი თქმა რაღა საჭიროა.
55. ბევრი მითქმა-მოთქმაა: წავა! არ წავა! დავნაძლევდეთ, რომ წავა! დავნაძლევდეთ! რომ არ წავიდეს?
56. ტარასკონისთვის წასვლა და კინაღამ წასვლა ერთი და იგივე [იყო] გახლავთ.
57. იმდენი იყბედეს, ილაპარაკეს მის მოგზაურობაზე, რომ ეგონათ - იყო კიდეც და დაბრუნდა კიდეცაო.
58. მაშ, ფლიდი ყოფილა თქვენი X. - არა! სამას სამოცდა სამჯერ არა! იგი ცრუ არ იყო.
59. მაშ, რას მიჰქარავდა?
60. ეეეჰ! იცოდა, მაშ, არ იცოდა!
61. მზე! უსათუოდ უნდა გააზვიადოს, რასაც თავის სხივს დაჰკრავს (ჰიპერბოლა).
62. პატარა გორაკია, მაგრამ მასთან ბრუტ-საბძელი რაღა სახსენებელია.
70. დიდება შუბლზე მთხვევია (დიდი შუბლი).
71. განსაცვიფრებელი შემთხვევა.
72. ლომი! აი, დალახვრა!
73. ლომი, ერთის სიტყვით, უმთავრესი მსახიობი იმ იდეალური დასისა, რომელიც ტარ-ს ოცნებას ისე მშვენიერ, გულმწარმტ. დრ. წარმოუდგებოდა ხოლმე.
74. თითქო უცებ სისხლი თავში აუვარდა, თვალებმა ნაკვერჩხალივით კრიალი დაუწყეს!
75. ბოლოს გადახედა და საშინელი ხმით, თითქო ჭექა-ქუხილი ატყდაო, შესძახა: - ბ. კაპიტანო, წავიდეთ, ვნახოთ ერთიო.
76. ისეთი წყობით და რიგით, თითქო საომრად გამზადებული ჯარი ყოფილიყო.
77. დიდძალი ხალხი მოსულიყო.
78. გაიგეს თუ არა მოვიდაო, იგრიალეს დიდით პატარამდე და თითქო მტრის ციხეზედ მიდიანო, იერიშით აიღეს ფიცრულის პატარა შესავალი.
79. ტარტარას მისვლა და იმოდენა ხალხის გაქვავება ერთი იყო. რა მოხდა?
80. ამაყი და შეუშინებელი ტოლსტი გმირი ცოტა ხანს ათვალიერებდა იქაურობას. მან გარს შემოუარა გალიებს. ზღვის ძაღლს ყურადღებაც არ მიაქცია. ნახერხში ჩაფლულ გველ ბოას ცალი თვალით გადახედა და დაცინვით გაიღიმა. ბოლოს ლომის გალიასთან მივიდა და გამოიჭიმა.
81. გალიაში ჩალაზედ წამოწოლილი უზარმაზარი ლომი თვალებს ახამხამებდა, გადაყრუებული, ჩაყვითლებული ფაფარით შემკულ თავს ძლივსღა იმაგრებდა.
82. ზღვა ჯერ მშვიდათ იყო. მერე კი რაღაც სასწაული მოხდა. აქამდის ზღვა იწვა თავისთვის, დაცინვით შესცქეროდა ლივადიას და ზედიზედ ამთქნარებდა, თითქო ყურადღებასაც არავის აქცევდა: მსინჯეთ, რამდენიც გნებავთო, და აქ კი არ ვიცი, რა ეწყინა, თუ სხვა ჯიშის მტერი იგრძნო. უცბად გაცოფდა, თვალები ბრაზით აევსო. ჯერ ერთი დაიფრუტუნა, შეჰღმუვლა, ბრჭყალები გაისწორა, ფრთები და ტოტები გაიქნია, მერე წამოხტა, ფაფარი აეშალა, თავი მაღლა აიღო, ძირის ძირამდე გააღო პირი და თითქო გადაყლაპვას უპირებსო, საზარლად შებღავლა ლივადიას.
81. რა უნდა მეთქვაო - გაისმოდა ჰაერში და ზრიალი გაჰქონდა.
82. ტ-ნი ალჟირში მიდის სანადიროდაო, ამ ამბავს ისე არავინ გაუკვირვებია მთელ ქალაქში, როგორც თვით ტარტარენი!
83. სახტად დარჩა. მაგრამ ნახეთ, რა არის ამაოება ადამიანისა, რა ენაღვლებოდა. ეთქვა: ...ჩემს დღეში ფიქრადაც არ მომსვლიაო. ისე, ცალყბივ უპასუხა... დიაღ, არა, რატომ, ვინ იცის? იმას კი არ ვამბობ.
84. წარმოიდგინა, რა დიდ სახელს გაითქვამს თვით მგზავრობით. პირდაპირ გამოაცხადა დიდრონ ლომებზეო...  
85. იმისთანა ტაში დაჰკრეს, იმისთანა ვაშა შესძახეს, რომ სახლს კინაღამ ჭერი აჰყარეს.
86. ახირებულ გონებაზე იყო. ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდა.
87. ისე <გამოშეპრა>, ისე გამოლანძღა: შე გიჟო, შენა. შე რეგვენო! დაუდგრომელო, მოუფიქრებელო, რაღაც გეჩვენება, რაღაც გელანდება და შენც ასდევ. ნეტავ, მაგ თავში ტვინი გაქვს თუ ცარიელი ბურტყლიო.
88. დააშოშმინა და ისიც რითი?
84. ეხლა ეს გაბრაზდა და შეუტია და შეუტია: ჯერ რომ არ წავსულვარ? ვინ იცის, როდის წავალ? რომ ჰყვირი, რასა ჰყვირიო.
85. თუ არა და... ჩიტი ხომ არ იყო, აფრენილიყო და.. მშვიდობით.
86. დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს დიდი ხნის წინადვე სცოდნიათ შიმშილისა და წყურვილის ატანა, ფეხით სიარული და ერთობ ყველა გაჭირვებას შეჩვეულნი ყოფილან.
87. ერთი კბილი ნიორი.
88. შეჩვეულია სიცივეს, ქარს, წვიმას, ბურუსს.
89. მთელს ტარასკენს მასზე ეჭირა თვალი.
90. პიანინოს ზედ მოწამლული ბუზების ხროვა ედო. ტ-თან ხელიხელ გაყრილი.
91. ისე იცოდა, რომ სულ თითის წვერზედ ჩამოგითვლიდათ.
92. ისე იცოდა, თითქო ამ ნად-ში დაეღამებინოს თავისი წუთისოფელიო.
93. აუწერდა ჭირიან ჭაობებს, მოწამლულ მდინარეებს, იქაურ თოვლს, სიცხე-პაპანაქებას, მორიელს, კალიის წვიმას, რა დაუნდობელია ატლასის ლომი, მეტადრე, როცა ხურს, ხურს...
94. თავისივე ხმით და ნაამბობით აღტაცებული.
95. ტალღები ხტოდენ, ყვიროდენ და ანგრევდენ იქაურობას.
96. მართლა კი ასეა? დიაღ, საჩოთირო კითხვაა და ლიტ.-ისტორიის დამწერს ძალიან გაუჭირდება ამაზე გადაწყვეტილი სთქვას რამე.
97. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღეა, რაც <სამხეცომ> თავი დაუკრა ტარასკონს... და...
98. გმირს ჯერ მაფრაშა არ შეეკრა, ერთი მითქმა-მოთქმა ასტეხეს.
99. დაცინვის ღიმილით გაუბრწყინდებოდა სახე და ჰკითხავდენ: რას მოგვახსენებდით, გამგზავრებას საროდიოდ აპირებთ?
100. ეხლა შაირებიც ჩაირიეს საქმეში. "თუნდ მუგუზალი დაადო, მაინც არ გავარდებაო".
101. თავის დღეში არ გავარდებოდაო. ხომ მიხვდით, ამ მათრახით ვისა სცემდენ?
102. ოღონდ შორიდან... ეშინოდათ-და!
103. ო, სწრაფწარმავალო აღტაცებავ!
104. ისე ქენჯნიდა მის სულს ეს ჩუმი, მალული აჯანყება თავისი აქამდე თაყვანისმცემლებისა!
105. გრძნობდა, ტ-ნი ხელიდან მისხლტებაო.
106. ტკბილია დიდებით სავსე ვარცლი და მისი დასაკუთრება, მაგრამ თუ წამოპირქვავდა!
107. ხანდახან კი თავს შეიკავებდა. ამაყურ სიმხიარულის ჩაჩს ჩამოიშვლეპდა და სიცილის წილ გულის ტკივილი და ზიზღი-ღა გამოიხატებოდა მის სახეზედ.
108. ბავშები მღეროდენ... იმ წუპაკების სიმღერას.
109. სარკის წინ გამოჭიმულიყო, მსუქანი ლოყები დაესაპნა, ხელში სამართებელი ეჭირა და ის-ის იყო პირის პარსვას აპირებდა.
110. გოჯის სიმაღლე ბიჭებს!
111. „ხრმლით მობრძანდით, ბატონებო, ლექსით რა საკადრისია!“ (41 стр.)

60 стр., 20 стихотв.; 10 стих., 30 стр., 300 стр.