შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-453 - უთარიღო


როდინდელია?
??
1 ლექსი. გადაწერილია რვეულში.

*
[ჯერ სადაა! მერე ვნახო].
[ჯერ არც დაწყებულა!].
[დასაწყისიც არ არის].
ჯერ სადაა! ის ამბავი -
მხოლოდ ეხლა იწყება -
თქვენი გული სალამბავი -
ცეცხლით გადისიცხება -
იწყება!
რა იწყება?
იწყება!
რა იწყება?
[ეს ევროპა დაემხობა]
მთელი პროლეტარიებით
დიქტატურა იწყება.

* * *
_ Шут с ними! Со своими посылками! (Смех. Женский смех). Шут с ними, шут с ними!

ვოლტი - შოლტი.

_ По грузински говорит. Вот это неприятно. Но он такой солидный человек. Но не подходит к этому говорит арянин). მთელი რიგი დაწესებულებისა ისეთია, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობენ გამგეები.

*
[ჩემს ლექსს არ უნდა]
მე არ მჭირდება არავის ტაში
[ლექსი არაა ჩასმული ყდაში]
ლექსს არ სჭირდება ძველი ნაპირი,
[ვერც] გაქვს ხმის უფლება, [ვერც] გაქვს შრომის სტაჟი,
[და [ვერც] არც სამხედრო ჯარის ბეგარა]
მაშასადამე, გაქვს ყველაფერი.

*
ტფილისი ისე წაიღო ძილმა -
გულახდით უნდა ვთქვა და სისწორით,
არ შეგვიქმნია არც ერთი ფილმა,
არც [ერთი] გამბედავი სჩანს რეჟისსორი.
უნდა იარო ხელში კამერით,
 როგორც ოდესმე, შეშლილი, დღისით.
უნდა გაარღვო მიწა ყამირი
ინდუსტრიალურ დროის სახნისით.
იქითა მხარეს, შორეულ მხარეს
დღეს და ყოველ დღე სიდან მოსული
მირეკავს ცხენებს, ძროხებს და ხარებს
საღამოს ჩრდილი გრანდიოზული.

[განათებულა თერგი დიადათ]
ამას შემდეგი ნახავს თაობა,
განათებულან მთები დიადა,
[როგორც რაიმე სანახაობა]
გრანდიოზული სანახაობა,
[ვით] და საკავშირო ოლიმპიადა.

რომ ემსგავსება აფრიკის გველებს,
მაღრჩობელ გველებს რომ ემსგავსება.

[უნდა აღვნიშნოთ: ტემპები გვისწრებს]
[საუკეთესო ეკვილიბისტრებს,]
[ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს,]
ტემპმა გაგისწრო და ენაც გისწრებს.
ეხლა მიჰყვები შენ ტაშისცემით
საუკეთესო ეკვილიბისტრებს (თუ ეკვილიბრისტებს),
გამგზავრებულებს რადიო-გემით?

ხმას არვინ გაძლევს,  რაც უნდა რეკო.
ყოველგან ერთი ეშლება ტილო:
ადამიანის მსგავსება[ს] - ტეკო[ს]
[ფენომენალურს - პაწია [ტეკო] სპილოს].
და ფენომენი - პაწია სპილო.

*
აგერ - ეს მეთქვა მე თავში -
როგორც მსოფლიოს ტერიტორია.

*
წინ ერთი მიზნით!
წინ ერთი მიზნით!
ინტერნაციონალით,
სოციალიზმით.

*
1. მაისი. 2. მაისის. 3. მაისს. 4. მაისმა. 5. მაისზე. 6. მაისით. 7. მაისები. 8. მაისების. 9. მაისებს. 10. მაისებმა. 11. მაისებით. 12. მაისებზე. 13. მაისისებურს. 14. Кульминационный.

*
[როცა] ვისაც ცხოვრება მოუჭერს მუხრუჭს,
და სასიკვდილოდ მოსწურავს პრესი.

საათი მაჯის.
კ. მეღვინეთუხუცესი - 8-93.
Печальный. 9 ч. плотник.