შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-450 - უთარიღო


ხე მეფისჭალაში
იქ, სადაც მტკვარს უერთდება არაგვი, მაღალ მთაზე.
[აკიდული იყო ხე] იდგა ხე, რომელიც ერთბაშად იტაცებდა მგზავრის ყურადღებას. ხე იდგა განმარტოებით, როგორც სურათი [ლურჯ] ფარზე.
ჯერ ისევ შორიდანვე იზიდავდა მასთან მგზავრს [ხის შარავანდედი], ნათელი და მშვიდი შარავანდედი, ელვარება ფერადების, შეგრძნობა ვერცხლისფერი ჰაერის, რომელიც ასე ლბილად ეხვეოდა ხის გრძნებაში მყოფ ფიგურას.
მისი უცნაური [შესამოსელი] [შემოდგომა] შესამოსი თითქო აბრეშუმისაა; იყო მსუბუქი, აღქაფებული ლეჩაქი; ეხვეოდა ლურჯ ფონს.
შეურხეველი, ქანდაკისებური პოზა - განსახიერება იყო ძველთა დროთ ეტიკეტის, რომელსაც თითქო სურდა ჯაჭვავდა თავისი [ცივი] გულცივი კანონებით ბუნებრივისას, მაგრამ ვერ ახერხებდა, გარეშემო ყველაფერი ბუნებრივი იყო.
ო, როგორ მიმზიდველი იყო მისი ფართოდ გაშლილი მხრები, [სახე] სულისა და ხასიათის - მსგავსად გაშლილი, ასე ნათლად განცდილი და ვერასგზით ვერ გადმოცემული ჩემმიერ.
მასში ჩაქსოვილი იყო რაღაც უშორესი, მოუსვენარი და პირობითი, მთელი თავისი შინაარსით.
მეფისჭალა, რიონის მარჯვენა მხარეზე [მყოფ] გაშლილი, [გარშემორტყმული ჩალის ღეროებით] უვრცესი სიმინდის ყანებით, და ტირიფებით, აყვავებული ველებით და ბაღებით, მზით გაშუქებული.
[განა არ შეიძლება გაშალოს ადამიანმა] ამ ხის სულიერი ცხოვრება, სირთულე და სიმდიდრე მისი ხასიათის, სიდიადე მისი ახოვანებისა, მრავალფეროვნება მისთა გრძნობათა და მისწრაფებათა?
ძირითადი...

*
მთავარი - ესაა დასძლიო, ის სიყალბე, რომლითაც ნაწილობრივად შებოჭვილია თანამედროვე პოეზია.
ეხლა უმთავრესია.
ოზურგეთი და მერია.

* * *
უნდა, თავგამეტებით გადალახო სიყალბე,
ხელოვნების [ეხლანდელს] [უმთავრეს] დიადის - უმთავრესი მტერია.

* * *
[გახსოვდეს, რომ სიყალბე, როცა ის ძლიერია,
ხელოვნების დიადის უმთავრესი მტერია!]

გახსოვდეს, რომ სიყალბე - [ხელოვნების] [პოეზიის] მტერია,
[მისგან შორს იხიზნება, რაც რამ მშვენიერია].
[ის მტერია, რაც სულში თუ რომ მშვენიერია].

*
 [ოზურგეთი და მერია, ცოლი გადამერია].
[ცაზე ასე სწერია].
ამხანაგებო! განახლების ზარმა...
ამხანაგებო!!!!