შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-449 - უთარიღო


წმ. ნინოს და ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებები ბათუმში (წმ. ნინო ჯვარით, ანდრია პ. წ. წიგნით).
მირიან მეფე. ნანა დედოფალს. ტბა. მცხეთის ტბა (ნაგუგებარი).

*
ნონეშვილი.
ცქვიტი, მარდი და პატარა.
„მკვართავი“.
მოგონებათა სასახლე.
Собор Парижской Богоматери.

* * *
[დიდებულია არაგვის და მტკვრის შესართავი]
როდესაც მთვარე ზედაზნიდან...
როცა ზედაზნის გაიხსნება [მთები] ბაგე უბარი.
 
*
ერთ ქალს (რევოლიუციამდე) ძალინ ლამაზს, ასეთი საქმე მოუვიდა: მოდიოდა მატარებლით ქუთაისიდან ტფილისში. გზაში ჩასძინებოდა და გამოღვიძებოდა სადღაცა სასომხეთში, საშინელ კოშმარებში, დახვეოდნენ მთვრალები.. ქუთაისში იგი უკვე შეშლილი ჩამობრუნდა, ამას ჰქვია ტკბილი დაძინება და საშინელი გამოღვიძება!

მაიაკოვსკის მამა და დედა
მაიაკოვსკის ბავშობა ახსოვს ჩემს ბიძაშვილს, ლავრენტი კვირიკაძეს: გამოჩენილი მონადირე იმ მხარის ახლა (შველი, ირემი, კურდღელი, დიდ ნადირებზე დადის, მოთხილამურე საუკეთესო - საირმეს თხილამურებით შემოუარა რამდენჯერმე ზამთარში). მას ვერავინ ვერ უძლებს ამ საქმეში. მაიაკოვსკი და ის ჩვენს ტყეში იყვნენ სულ წაბლარში. შეეხვეწებოდა თურმე: ლავრენტი, წამიყვანე თქვენს ტყეშიო (კვირიკაძეების). (წაბლარი მთაა). მასთან ეს ლავრენტი საუკეთესო მოთევზავეა (დიდებული სანახავია). უახლოესი მეზობლები იყვნენ: ეხვეწებოდა თურმე, უჩემოდ არ წახვიდე არც ტყეში, არც სათევზაოდ. მაიაკოვსკიმ, ვგონებ, 1906 დასტოვა ბაღდადი. მამაჩემი და მამამისი  დიდი მეგობრები იყვნენ: „სიმონ მღვდელო, სიმონ მღვდელოო“, - ჩამოხტებოდა, ცხენს მიაბამდა წაბლზე ჭურის თავებზე და კაი ნაშუაღამევამდე სვამდენ, ვახშმობდენ, ლხინობდენ. მაიაკოვსკის მამამ მშვენიერად იცოდა ქართული, შესანიშნავად ლაპარაკობდა. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო და მეზობლები ახელებდენ  ხუმრობით, უშლიდენ ქმარს: ნუ შეიჩვიე ეს რუსი აქანეო. მამაჩემს მღვდლად კურთხევის წინ გამოუცხადეს: 400 მანეთი მოიტანეო და გაკურთხებთ მღვდლად სიქთარვაშიო. მამაჩემი კარგი ცხენოსანი იყო (სიქთარვა, თერჯოლა, ქოჩიაშვილები რომ ცხოვრობენ, იქ ერთი მდინარეა, აღელვებულა თურმე, მამაჩემმა ფულით გადმოაგდო ამ აღელვებულ ზვარაკით: ცხენი წყალმა გამოსტაცა, მამა ცურვით გამოვიდა დასველებული. მისცა იმ ღამესვე დიდი სიცხე, დეემართა სახადი (პარატიფი), ორმოცი დღე და ღამე იწვა სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში, ამ დღეებში ყოველ[დღე] ღამე (სამსახურს რომ მორჩებოდა - ტყის მცველი იყო) თავქვეშ უჯდა, დედაჩემს ეშველებოდა. - ქ-ნო ეკა! მე გამოვუცვლი, მე გამოვუცვლი. ეხმარებოდა დედაჩემს, როგორც მარჯვენა ხელი. ამგვარად დაუმტკიცა მეგობრობა, გადაარჩინა სიკვდილს. დედაჩემი თბილად მოიგონებს ეხლა იმას. იმისთანა თბილი გულის რუსი მე არ მინახავსო. სულ ტიროდა, დიდი სიცხიანი რომ დახვდებოდაო, რათი არ მოწყინდებოდაო. მთელ ღამეს გათენებამდე უჯდა სასთუმალს ავადმყოფს,  დილით ვისაუზმებდით და წავივიდოდა სამსახურში, მერე დეემართა უბედურებაო. მთის სოფლებში ვიღაცამ დაპატიჟა, დაათრო კაცი, მთვრალი შეჯდა ცხენზე (იმ ღამეს აღარ დადგა), ხიდიდან ცხენიდან გადავარდა ხანის წყალში და დაიხრჩო. გაასვენეს დიდის ამბით. მამაჩემმა დიდათ იდარდა.
წაბლარას ხევში (საირმისაკენ) ხანაში.
მამაჩემის მაგიერ ეკურთხა ცხადაძე (ეპისკოპოსმა გაჰყიდა ადგილი) სიქთარვაში. მერე სვანეთში წავიდა მამაჩემი მღვდლად.
ერთხელ ქუთაისიდან მოვდივართ დილიჟნით ბაღდათისაკენ. რადგან [წინად] ადგილები უფროსებს ეკუთვნოდათ, ბავშები ფეხზე ვიდექით უფროსების წინ. დელეჟანი ძალიან ანჟღრევდა (რეზინები მას არ ქონდა). ცხენებს ეჟვნები ჰქონდათ შებმული და ჟღარა-ჟღურით გარბოდენ ცხენები. ხან აქეთ გადაგვაქანებდენ ბავშებს და ხან იქით - უფროსების წინ. მე ერთი მანდილოსნის კალთაში მარტყმევინებდა თავს. ამ დელეჟანში ჩემს გვერდზე იდგა ერთი პატარა მოწაფე გიმნაზიელი (კლასიკაში), რომელსაც დედამისი ხელით  [იჭერდა] ამაგრებდა. ამ ბავშვს ხელში ეკავა ტკბილი კვერი პურის (სლოიკა), შუა გზას რომ გამოვშორდით "სიგუნავას დუქანს", პარომით (ბორანით) შემოვუდექით აჯამეთს, ამ ბავშმა დაიწყო ჭამა ტკბილი კვერის. დედამისმა რუსულად უთხრა გიმნაზიელს „Отломи ей половину“. ბავშმა საშინლად დაირცხვინა. თავი გასწია გვერდზე და თავისუფალი ხელი თვალზე მიიფარა. და მერე აღარ გაჰკარებია პურს. დედამ კიდევ გაუმეორა: „Как тебе не стыдно, что я тебе сказала“. ბოვშმა კიდევ დაიწყო შმუშნვა გაუბედავად და კაი ხნის მერე, მე რომ სულ გადამავიწყდა ეს ამბავი, გატეხა პურის კვერი, მოტეხა ნახევარი და გაუბედავი ხელით გამომიწოდა „სლოიკა“. ეხლა მე აღარ ვიღებ, შეიქნა ერთი ჭიდაობა. მერე იმ ქალმა „Возьми, детька, возьми“, მომეალერსა, დამიახლოვდა და მაშინ მეც გავბედე პურის აღება; ამ ამბავმა წაიღო აჯამეთის ტყე, და გავიარეთ ფერსათით დაბლა დიმს. სულ იმას ვფიქრობდი, როდის მივალთ-მეთქი. მორცხვი ვიყავი ძალიან, საშინლად, ენის გამოუთქმელად. ამნაირად მივედით ბაღდათში. მოვუყევი დედაჩემს, „ის მაიაკოვსკი იქნებოდაო, სხვა არავინ არის აქაურ გიმნაზიაში რუსიო“, ბაღდათელი. გაიხსენა დედაჩემმა ძველი ამბები. უძახოდენ „ვალოდია თავდიდას“.
- შვილო, ის გვიცნობს, ის ქალი იცნობს ჩვენ ოჯახს, თუმცა მისვლა-მოსვლა არა გვაქვს ერთმანეთშიო. ამით რაც მე ის ქალი შემიყვარდა: კარგად იყო ჩაცმული, სუფთად, ლამაზიც იყო.
რომ გაიხსენოს კაცმა, წაბლარში და ჩვენს სამზეურაშია გაზრდილი მაიაკოვსკი.
რკინის ჯვარში - შეშებს სჭრიდნენ და ჩამოქონდათ. მამამისი მუშებს დაჰყვებოდა ზეკარის აბანომდე. რამდენი ბულბულებია იქ მთებში, შეღამდება თუ არა, ერთი კონცერტია. აქეთ მდინარეები!
კოპაძე ჰყავდა თანაშემწედ (იამშიჩიკი), ქსენია კოპაძის ბიძაო.
ასეთი იყო ჩვენი ბავშობისდროინდელი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა.
*
1905 ხუთში - პროპაგანდისტურ „მოქადაგეებს“ ეძახდენ „მქადაგებლებს“ Проповедники.