შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-448 - უთარიღო


1. ქუთაისის გაზეთ „სამშობლო“-ში მოთავსებული ქრონიკა.
2. სტრიქონები „მთაწმინდის მთვარეში“:
„რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები“.
3. „Борьба“-ში მოთავსებული ქრონიკა.
4. გადარჩენილი ხმის მისაცემი ბარათები.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობა ია ეკალაძის - საარჩევნო ბარათის.
6. აფიშა „Вечер Короля Поэтов“. ლექსი, აფიშა, გახსოვს, როგორ გარხევდა.
7. ქარბუქი საზოგადოებრივობაში: 1. ყანწელების არევ-დარევა. 2. გრიშაშვილმა „თვითონ დაირქოო“ (ისე, როგორც ეხლა იძახიან, „გალაკტიონი“ თვითონ დაირქოო) და სხვ.
8. განდეგილის შენიშვნა 1927 წ. „სადღეისო“-ში.
9. „ნ. ზომლეთელის სტრიქონი ლექსში „ნეფე“ (იხ. დ. კარიჭაშვილის შენიშვნა ამ სიტყვაზე - „ვახუშტის გეოგრაფიის“ წინასიტყვაობაში).
10. „ნაზი“-ს ლექსი: „შენს მეფურ სახელს“ და სხვ.
11. წარწერა კოლაუ ჩერნიავსკის წიგნზე „Королю Поэтов“. წარწერა დოდო ანთაძის წიგნზე.

*
დღეს თქვენ იცით და თქვენმა კაცობამ,
დღეს თითო ჭიქა ერთად დავლიოთ.

* * *
შენ იცი და შენმა კაცობამ!
ჩემი საქმე და ბედი. უნდა შეგევედრებიათ.

*
სი ხოჩა მრე,
ადი მართლ ლი -

*
1. [დღეს] აწ შენ იცი და შენმა კაცობამ.
2. მე გეხვეწები, გავედრებ ჩემს თავს.
3. ჩემს სისაწყლეს და ჩემს უვიცობას.
4. მოვდივარ შენთან შესავედრებლად.
5. ...................................... დღეიდან -
ეს შენსა და შენს სინდისზე იყოს!
6. მე მომაქვს თქვენთან ძღვნად -
7. გთხოვთ თითო ჭიქა ერთად დავლიოთ,
..................................  ვაკოცოთ ერთმანეთს.
8. თუ ჭიქ........................................................
გვ. 26.
9. დღეს ჩემს ადგილას რომ იყო შენა.
10. როდესაც მე თქვენ ტოლად ჩამაგდეთ.
11. რაც მომისაჯოთ, თუ არ მივიღო,
თვით ზეცა ჩემი გამწყრომი იყოს!
12. გვინდო ჩვენ და ჩვენს ამხანაგებს.
13. შენ და შენ შთამომავლობას.
14. გულალალად თუ არ მიიღებს.
15. „რაც, ჩვენის შეტყობით,
სიმტკიცე გვქონდეს,
იმდენად შეგვეწიოს
ჩვენ და ჩვენ ამხანაგებს“.
16. ვინც სიერთგულე ჩაიგდო გულში.
17. ნათესაობა შთამომავლობას.
18. „ჩვენს საძმო კაცებს
ბავშებს და ქალებს -
ძირფოთლიანად
ამოგაგდებთ“.
19. ჩვენსა და ჩვენს ამხანაგებს,
.........................  ჩვენს მოდგმას.
20. შენ და შენი სინდისი.
21. მე რამდენადაც ეს საქმე გაგებული მაქვს,
თქვენ ფიცზე დაფიცებული ვიყოთ ჩვენ,
თუ მივიღებთ ფიცს.
22. უკან გვდევდეს თქვენი ფიცი,
მკვდარსა და ცოცხალს
უკანა გვდევდეს.
23. დიდება მოგსვლოდეს და მადლი მოგსვლოდეს!
24. „თითო საშინელი ელდა ჩაეცი
მათ სათითაოდ - საცხოვრებელ“...
25. სამყოფი, ნათესაობა, ყველაფერი ბლომად მიეცი, შემდეგ კი მოჰყევი ნაპირიდან (მთელი) საცხოვრებელ-სამყოფი [ნათესაობა] მტრის სასარგებლოდ გაჰხადე. ნათესაობა მათ ყველა გაუწყვიტე სათითაოდ ფეხის ტერფიდან თავამდე დაალპე.
რაც კი რამ ცუდი იქნება, სათითაოდ ყველას გაჭირვება ანახვე.
როგორც მარტის დარი და ავდარია ცვალებადი, ისე უცვლიდე.
ყველას მის მოგვარეებს ერთგული კაცი მოუსპე. მიწიდან ბალახი რომ ამოდის, ზეციდან რომ წვიმა მოდის, ამდენი ხარი და ვერძი თუ შემოგძღვნან, მაინც ყველაფერი ბოროტად წარუმართე.
ესენი თუ ერთმანეთის ერთგულნი არ გახდნენ, ღამით თუ დღით, დილით თუ საღამოთი, გზაზე თუ მგზავრობაში, - თავისით თუ სხვისით, გულში თუ გაიფიქრონ ერთმანეთის ცუდი.
საქმით ან სიტყვით თუ ჩაიდინონ, მაშინ ეს ფიცი მათ მოსასპობად გადააქციე. ფიცის მიმღებად და ფიცის მიმღებად გასწყვიტე; თუ შეასრულონ და ბოლომდის ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, წარუმართე მარჯვენა, და მარცხენა ყველაფერი, თუ არა და მარცხნივ ატარე, ნათესაობა - მემკვიდრეობის მოსპე (ერთგულების ფიცი).
26. ის ქაჯი, რომელმაც დღეს ამათ შორის, ამოდენა სიძულვილი ჩამოგვიგდო, და რასაც მკვლელობა მოჰყვა, ეს გვაშორე.
27. ჯგგრავ, მესამე კათხა შენია.
28. აი, ძმებო და დებო! ჩვენ, მთელი ნათესაობა-შთამომავლობა, ერთგული ხალხი.
29. დღეს ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ თქვენ დაგვაფასეთ ჩვენ.
30. კარგი გამოსაჩენი პირი შეგვიქმენით.
31. დღეს გთხოვთ, რომ თქვენ, თქვენი კარგი კაცობით, სინიდისით მოჰკიდოთ ხელი ამას სათუთად.
32. მაშინ ჩვენ თქვენი გამმაგრებელი ვიქნებით.
33. ახლა, როგორც თქვენი პატიოსნების იმედი გვაქვს, ისე აკოცეთ ერთმანეთს, „ამის მთხოვნელი და მოწადინე“ ვართ.
34. გაგვიმარჯვდეს ერთად ყოფნაში.
35. სეზონური მუშაობა (გვ. 48).
36. ისეთი ფეხი დამატოვებინე, რომ გაათასდეს სახლში ვაჟკაცი.
37. ყველაფერი კარგი მენახოს ამ სახლში! უჭიროდ და უმარცხომდაც გამყოფოსთ. კაცთა მშვიდობით, საქონლის სიმრავლით. ასემც მარჯვნივ იბრუნეთ.
38. ჩვენ დღემდე არ ვყოფილვართ უიღბლო, დღეის შემდეგ შენ და შენს შვილებს მოგცემოდესთ სვე და იღბალი.