შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-29 - უთარიღო


* * *

               [ავი]
               [მანქანებო! თქვენი მწყობრი, და წმინდა,
               საბოლოო სიტყვა]
               [ო, მანქანა! შენ ხარ წმინდა და მწყობრი]
               მშვენიერი მანქანა,
               [შენ] ხარ, მანქანა, [ხარ მწყობრი და ფაქიზი]
               [მშვენიერი და სუფთა]
               [ბოლო] სიტყვა დიდი გამოგონების
               ხარ ტეხნიკის სიტყვა უკანასკნელი (ჩასკვნილი).

აიღეთ მანქანა! შენ ხარ მანქანა.
აი, მანქანა მწყობრი, ჩასკვნილი.

               აიღეთ მანქანა, მწყობრი, ჩასკვნილი...
               ტეხნიკის სიტყვა უკანასკნელი.

დაბიძე. ზომლეთელი. 

                                                                                            *
სამშობლოს სოციალისტურს მტერი...

     საგუშაგოზე მდგარმა ჩვენმა ჯარისკაცმა შორს რაღაცას მოჰკრა თვალი. რომ უფრო დარწმუნებულიყო, თვალებზე ხელი მიიდო და დაჟინებით ერთ წერ­­­ტილს მიაჩერდა. რა უნდა ყოფილიყო, ნეტა? ის-ის იყო თენდებოდა. დილის ნის­­ლში ძნე­ლი გასარჩევი იყო საგნები. უზარმაზარი მუხებიც კი მკრთალი, გა­­მოუცნობი ნე­გატივებივით სჩანდნენ რძისფერ ნისლოვანებაში. მაინც რა უნ­­და ყოფილიყო? მახ­ლობლად სძინავდათ დაღალულ [ჯარისკაცებს] რაზ­მე­ლებს. ყველა ისინი გა­მო­აღვიძა საგუშაგოზე მდგომი რაზმელის ყვირილმა:
     - მტერი გამოჩნდა! გაიღვიძეთ, ამხანაგებო! ჰარიქა, გაიღვიძეთ!
     [ზეზე წამოცვივდენ რაზმელები]. ყველანი ზეზე წამოვცვივდით. შეიქნა ჟრი­ა­მუ­ლი.
     - ბიჭო-ბიჭო-ბიჭო! მტერი!
     - აბა, ჰე, აბა, ჰე! [წამოდექით საჩქაროზე!] წამოდექით!
     - ჩქარა, ამხანაგებო! აბა, ჩქარა.
     - სადაა ჩემი თოფი!
     - სადაა პატრონტაში.
     - აბა, ჰე, აბა, ჰე, ჩქარა!
     ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მტერი მოდიოდა პირდაპირ ჩვენ­­სკენ. მათ ჰქონდათ არტილერია და საკმარისადაც ძლიერი.